უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 მარტი, 2018 15:45
font-size

მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ეკლესიაზე - ”თავისუფალი საქართველო“

პარტია „თავისუფალი საქართველო“ გამოეხმაურა რუსთავი 2-თან დატრიალებულ პროცესებს. პარტიის შეფასებით, გიორგი გაბუნიას მხარდაჭერა მესამე სექტორის მხრიდან არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი. პარტიის თქმით, ეკლესიაზე შეტევა განაპირობა თვითონ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებმაც.

პარტიამ 17 მაისისთვის დააანონსა ფარტომასშტაბიანი აქცია, რომელიც იქნება მიმართული „ანტიმართლმადიდებლური, უზნეო, ნეოლიბერლური შტურმის წინააღმდეგ“.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცალსახად გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენი პარტიისთვის მიუღებელია ყველა ტიპის ძალადობა და არანაირად არ გვსურს, გავამართლოთ ერთ-ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის ცალკეული წევრების უკანონო ქმედებები. ამასთან, მიგვაჩნია, რომ თითოეულ მსგავს შემთხვევაზე უნდა დადგეს ცალკეული პირების პასუხისმგებლობა განხორციელებული ქმედების სიმძიმის და არა გავლენიანი ჯგუფების პოლიტიკური დაკვეთის შესაბამისად.

ამავდროულად, ჩვენი გაკვირვება გამოიწვია ბოლო დღეებში ე.წ. „პროდასავლური“ პარტიების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელთაც დაგმეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, გააქილიკეს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება, მაგრამ დუმილით აუარეს გვერდი ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაჟღერებულ უპრეცენდენტო მკრეხელობას, რაც გამოიხატა ქრისტიანული ეკლესიისა და მრევლის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში. მსგავსი ცალმხრივი პოზიცია, შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ამ პარტიების მხრიდან ჟურნალისტის ცინიკური გამონათქვამის ღია მხარდაჭერა.

კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ტელეკომპანიის ეთერში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების (პროტესტანტული, მუსლიმური) წარმომადგენლების განცხადებები, სადაც მათ ფაქტობრივად გაამართლეს გიორგი გაბუნიას გამონათქვამი, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს ამ გაერთიანებების რეალური ბუნებისა და მათი მიზნების შესახებ.

ვფიქრობთ, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ფარდა ახადა რეალურად მიმდინარე პროცესს, როდესაც სპეცსამსახურები, პოლიტიკური პარტიები (როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური), არასამთავრობო სექტორი და მედია ჩართული არიან მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ და მასირებულ შეტევაში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ამ შეტევისათვის სასურველი ფონი შექმნა თავად ეკლესიის შიგნით განვითარებულმა არაჯანსაღმა პროცესებმა და ზოგიერთი სასულიერო პირის ორჭოფულმა, საზოგადოებისთვის გაუგებარმა პოზიციებმა რიგ საკითხებზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ეროვნულ ძალას (როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურს), ერთობლივი ძალისხმევით დავიწყოთ 2018 წლის 17 მაისისთვის ფართომასშტაბიანი მანიფესტაციის ორგანიზება, რომელიც მიმართული იქნება ანტიმართლმადიდებლური, უზნეო, ნეოლიბერლური შტურმის წინააღმდეგ“, - წერია განცხადებაში.

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს