უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
პოლიტიკა


მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესისა და შეწყალების იდეის წინააღმდეგ - ზვიად ქორიძე
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წელს შეწყალებულ მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს ნათესაური კავშირი შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტთან, შეწყალების კომისია არ ფლობდა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
„თითქოს, ნათესაური კავშირი ჰქონდა პრეზიდენტთან ირაკლი ქორიძეს, ამის შესახებ არ ჰქონია კომისიას ინფორმაცია. როდესაც მედიასაშუალება ასეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, მან გარკვეულწილად უნდა აიღოს პასუხისმგებლობაც, რადგან ამით ჩირქს სცხებს შეწყალების კომისიას. პრეზიდენტს რეკომენდაციას შეწყალების კომისია სთავაზობს და დღეს მიდის დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს შეწყალების აქტის მომზადებაზე. რეკომენდაციების შემდეგ თავად პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით კომისიის რეკომენდაცია იყო დადებითი. ჩვენ გათავისუფლება შევთავაზეთ და პრეზიდენტმა რეკომენდაცია გაითვალისწინა“, – განაცხადა ქორიძემ.
ქორიძემ აღნიშნა, რომ 2014 წლის იანვარში შეწყალებული ირაკლი ქორიძე არ იყო გასამართლებული ნარკორეალიზაციაზე.
შეწყალების კომისიის თავმდჯომარემ არ გამორიცხა, რომ ამ ინფორმაციით ცდილობენ, პრეზიდენტს შავი პიარი აუგორონ.
ქორიძის შეფასებით, ბოლოდროინდელი მოვლენები არის მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესის მიმართ.
„შეწყალების პროცესის მიმართ მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა არა მხოლოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ, არა მხოლოდ შეწყალების კომისიის იმ შემადგენლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მუშაობს ან მუშაობდა 2014 წელს. ეს არის მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესისა და შეწყალების იდეის წინააღმდეგ. მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს და ცდილობს, თავისი სასარგებლო პოლიტიკური ქულა დაიწეროს, რომ ძალიან სწორად გაიაზრონ ეს, რადგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია მაღალჰუმანური შეწყალების პროცესი, რომელიც დღეს საქართველოში წარმატებით ხორციელდება. ჩვენ ბოლო რამდენიმე დღეა ვაკვირდებით, როგორ მიზანმიმართულად ცდილობენ ამ პროცესის დანგრევას, ეს არის დაუშვებელი”, – განაცხადა ქორიძემ.
ირაკლი ქორიძე 2018 წლის 30 მარტს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისთვის, შენახვისა და ტრანზიტისთვის.
საკვანძო სიტყვები:

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
3 მარტი, 2021 , 17:25

პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
3 მარტი, 2021 , 17:25

ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
3 მარტი, 2021 , 17:00

გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
3 მარტი, 2021 , 16:33

დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
3 მარტი, 2021 , 16:00

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
3 მარტი, 2021 , 12:20