უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 13:34
font-size

მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ცენტრ პოინტის“ სრულად გაყიდვაზე - გუკა რჩეულიშვილი

„ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, კომპანიის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო ის კომპანია, ვინც „ცენტრ პოინტის“ აქტივებს შეისყიდის, სრულად დააკმაყოფილებს დაზარალებულების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს მთლიანად კომპანიის გაყიდვაზე. ჩვენთვის და ამ მომენტში ჩართული ყველა მხარისთვის მთავარია, რომ დასრულდეს არსებული ვალდებულებები, რომლებიც ამ კომპანიას აქვს. ამ კომპანიას აქტივებიც აქვს საკმარისი, რომ ეს ვალდებულებები შეასრულოს“,- განუცხადა ჟურნალისტებს რჩეულიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ახლა მიდის ტენქნიკური დეტალების გარკვევა.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რჩეულიშვილის თქმით, ის იქამდე არ გაფორმდება, სანამ არ იქნება გარანტირებული ყველა მოქალაქის დაკმაყოფილება.

როგორც მანამდე რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ცენტრ პოინტის“ შესყიდვით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორისაა სამშენებლო კომპანია m2.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ ორ ეპიზოდს განიხილავენ.

ანა მებურიშვილი

დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის სრული იდენტიფიკაცია - ნინო გიორგობიანი

22 ნოემბერი, 2017 , 12:55

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს ერთი პირის დაკავება მოხერხდა, ხოლო დანარჩენების ვინაობის დადგენა ამ დრომ

სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელს გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ

22 ნოემბერი, 2017 , 12:45

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელს ინგოროყვას კლინიკაში გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ. სპეცრაზმელი თავის არეშია დაჭრილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ანა მებურიშვილი

ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

22 ნოემბერი, 2017 , 11:35

ძლიერი ქარბუქის, ინტენსიური თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ფარავანის უღელტეხილის მიმართულებით ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ

მოსახლეობა ევაკუირებულია არსებული შესაძლებლობების ფარგლებში - ბექა ნაცვლიშვილი

22 ნოემბერი, 2017 , 11:15

„ჩემი ინტერესი იყო, დავრწმუნებულიყავი, რომ მოსახლეობა იყო ევაკუირებული“, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა თქვა, რომელიც სიტუაციის გასარკვევად ბერი გაბრიელ სალოსის მიმდებ

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა

22 ნოემბერი, 2017 , 11:15

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა. თვითმფრინავი კიევი-თბილისის რეისს ასრულებდა. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, ამის

სპეცოპერაციის გამო 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება

22 ნოემბერი, 2017 , 10:30

დღეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, იმ ტეირტორიაზე მდებარე 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ გაიმართება, გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო და ამ დრომდე გ