უკან

საზოგადოება

20 სექტემბერი, 2019 12:00
font-size

მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას

იუსტიციის სამინისტრო მე-11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

მისი განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება წარმატებულია, თუმცა სურვილია სისტემა წავიდეს იმისკენ, რომ ბავშვები, რომლებიც ოცნებობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან თუნდაც ჰარვარდში სწავლაზე, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, რომლებსაც საპირისპირო ოცნება აქვთ. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი იქნება არასრულწლოვნებში დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისითაც.

„ჩვენ ვფიქრობთ დავხუროთ N11, არასრულწლოვანთა დაწესებულება, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებულია. მასში 25 ბავშვია. გვინდა, წავიდეთ იმ სისტემისკენ, სადაც ბავშვები, რომლებსაც მოუვიდათ შეცდომა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ოცნებობენ, ისწავლონ თსუ-ში, თუნდაც ჰარვარდში, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, ვისაც საპირისპირო ოცნებები აქვს და სხვა სამყაროში ხედავს საკუთარ კარიერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა არასრულწლოვანი პატიმრების სეგმენტში ჩვენ შეძვლოთ ორგანიზებულ დაშაულთან წარმატებით ბრძოლა“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას.

ამასთან, მინისტრის თქმით, სხვანაირი მიდგომა იქნება მათთან, ვინც ოცნებობს, რომ გახდეს კრიმინალური ავტორიტეტი, რადგან მათთან სხვანაირი მუშაობაა საჭირო.

ანგარიშის წარდგენას მთავრობის წევრები, ასევე მსჯავრდებულებიც ესწრებოდნენ.

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

19 ოქტომბერი, 2019 , 19:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა. „კლინიკაში ამ დრომდე რჩება ერთი პაციენტი,

ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით, რომლის ძალა იმერეთმა და ქუთაისმა მომცეს - თეიმურაზ შაშიაშვილი

19 ოქტომბერი, 2019 , 18:32

დღეს 21 - ე წელია, უახლესი ისტორიის ერთ-ერღი დრამატული მოვლენებიდან, როცა ქუთაისთან, გუბისწყალთან აკაკი ელიავას შეიარაღებული ძალები შეაჩერეს და თბილისისკენ არ გამოუშვეს.  იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი თეიმურაზ შაში

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, დავეხმაროთ აღდგენაში-კახა კალაძე

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ეგურამიშვილის 30 ნომრიდან რთ-ერთ სასტუმროში გადაყვანილი ოჯახები მოინახულა. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახების გადაყვანა სასტუმროებში ხდება დროებით და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა

ჩემი ძირითად ამოცანაა არა 10 წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ჩვენი ხალხისთვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 15:50

პროფესიული, განათლებული, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, ძლიერი, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა - ეს ყველაფერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, - ამის შესახებ გიორგი გახარია

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 15:25

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველანაირი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 15:25

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა. პროექტს - „პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარება“ შინაგან საქ