უკან

სამართალი

23 ივლისი, 2019 16:56
font-size

მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ გარკვეულ სპეკულაციებს - პაატა სალია

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებებს აკეთებს.

საუბარია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.

სალიას განცხადებით, იუსტიციის სახლს, არანაირი საფუძველი არ ჰქონია იმისათვის, რომ არ აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. სალია ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს იუსტიციის სამინისტროს სამი თვის ვადაში არ შეეძლო აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სპეკულაციურია.

„გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითქოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას. ამასთან დაკავშირებით, მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობს.

პირველ რიგში, შეგახსენებთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის სარჩელი და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების, ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელი განმარტების, რომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი, რომელზე დაკავშირებითაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შეგახსენებთ, ყველას, რომ ეს უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო და არსებობდა გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების საფრთხე. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა და გამოირიცხა ამგვარი საფრთხის არსებობდა. მართალია, უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული თავის დროზე სასამართლოს მიერ, ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა, მოგეხსენებათ ალბათ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობის ან არსებითი განხილვისას.

შესაბამისად, განიხილა რა, "რუსთავი 2"-ის სარჩელის დასაშვებობა სასამართლომ, მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები. სასამართლომ ასევე, გადაწყვეტილებაში, სადაც შავით თეთრზე წერია, მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე, მიღებული წერილი იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა.

შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ჩვენი მოქმედება პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერცერთი ის პირი, ვინც დღეს კომენტარები გააკეთა, ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა ამ კუთხით. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ევროსასამართლოში ლისის ტბის წართმევის საქმე, კონვენციის ოთხ ფუნდამენტურ მუხლზე დარღვევის მითითებით გასაჩივრდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

20 იანვარი, 2020 , 15:15

საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე გა

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

20 იანვარი, 2020 , 13:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი

დაბა სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

18 იანვარი, 2020 , 16:20

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მამაკაცმა საკუთარი მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი ბეტა ნაჭყებიაა. გოგონა მეუღლემ, 32 წლის ლევან ლომიძემ ლოგინში მოკლა. ადგილობრივები აცხადებენ,

პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:20

პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლ

თბილისში ყაჩაღობის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბ

ნინოწმინდის მერიის განყოფილების უფროსი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 12:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`