უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2017 17:25
font-size

მინდა გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს გადადგომას ელოდა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მან შეისწავლა ჯანდაცვის სამინისტროს ის ტენდერი, რომლის სავარაუდო ხარვეზებზე საუბრობდა ბიზნესმენი გიორგი გაჩეჩილაძე (იგივე მომღერალი „უცნობი“).

პრემიერის თქმით, დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ტენდერი კანონიერად ჩატარდა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი გაჩეჩილაძის შეფასებები მისი და სამთავრობო გუნდის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

„როდესაც გია გაჩეჩილაძემ მე მომმართა, ბუნებრივია, ურთიერთობიდან გამომდინარე მისი გზავნილი მივიღე. მაშინვე ერთადერთი დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ გარკვეულიყო დეტალებში - იყო თუ არა დაცული კონკურენტული გარემო, პირობები და თანაბარი შესაძლებლობების პირობები. მან მოიკითხა და მისგან მივიღე ამომწურავი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე დავასკვენი, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი და რომ არ გაეკეთებინა გია გაჩეჩილაძეს ჩემი და ჩემი გუნდის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები, საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი კომენტარის გაკეთებას ამ თემაზე. მინდა დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ არ შეიძლება ადამიანების ასე მოხსენიება, როგორც ეს გააკეთა გია გაჩეჩილაძემ“, -თქვა პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს მოჰყვა ხმები მისი სავარაუდო გადადგომის შესახებ.

„ამას მოჰყვა პოლიტიკური ქარიშხალი - არიქა, გადადგება, გადმოდგება და ასე შემდეგ. მინდა, გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოლოდინებს ტირაჟირებს. მე იმის გამო გავაკეთე განცხადება გადადგომაზე, თუ კანონი დაირღვეოდა“, -თქვა პრემიერმა.

12 დეკემბერს გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. მისი ინფორმაციით, „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლოდ წააგო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი.

მან ასევე განაცხადა, რომ ტენდერებს მთავრობის წევრებთან შეკრული კომპანიები იგებენ.

გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე სალაპარაკოდ პრემიერ-მინისტრთან მივიდა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მაგივრად მას პრემიერის თანაშემწე შეხვდა, რომელმაც სასამართლოში მიმართვა ურჩია.

გაჩეჩილაძის განცხადებებზე საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრთა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში ის პოსტს დატოვებს.

ანა მებურიშვილი

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი