პოლიტიკა
მინდა მივმართო ყველას: მოსამართლეებს, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული - სალომე ზურაბიშვილი
მინდა ვისაუბრო დიდი ბრიტანეთის სანქციებზე, რამაც ძალიან ააღელვა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, სადაც თავისი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი აქვს შენახული ბევრ მაღალჩინოსანს. ამიტომ, ბრიტანეთის ასეთი გააქტიურება სანქციების კუთხით მათთვის, ნამდვილად ძალიან საგანგაშოა. ასევე, ვიცით, რომ ბრიტანეთის ოფშორული კუნძულებიდან ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა თავისი აქტივები გადმოიტანა, ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით, ნახატები და ა.შ. ეს გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები და თუნდაც ის, რომ ამჯერად ეს გადაწყვეტილებები ეხება მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებელს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი არიან უშუალოდ ის პირები, ვინც ჩართულები და პასუხისმგებლები არიან რეპრესიების იმპლემენტაციებზე.
მინდა პირადად მივმართო მათ, მოსამართლეებს, ყველას, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული. მინდა ვუთხრა მათ - თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ არა მხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ ჩვენი, საზოგადოების წინაშე მორალურად პასუხისმგებელი იქნებით ამაზე. ჩვენი, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მხრიდან, არანაირი სურვილი არაა მომავალში შურისძიებების, რადგან შურისძიებები ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და დღესაც ვხედავთ. ეს მორალური პასუხისმგებლობა, როდესაც ხვალ, ზეგ თუ მაზეგ საზოგადოებას თვალებში ჩახედავ, ძალიან რთული სატარებელია.
კიდევ ერთხელ, წაიკითხეთ „ქართული ქარტია“. იქ შურისძიების არანაირი ზომები გათვალისწინებული არ არის. გათვალისწინებულია ყველა რუსული კანონის, ყველა ამ რეპრესიული კანონის გაუქმება, რაც მიღებულია და ყოველდღიურად იღებენ. შემდგომ უკვე სასამართლოზე მუშაობა, რადგან ამ ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, უნდა ეღირსოს ნამდვილი სამართლიანი სასამართლო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
საკვანძო სიტყვები:
ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - შალვა პაპუაშვილი
7 ნოემბერი, 2025 , 14:34
ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე - თაზო დათუნაშვილი
7 ნოემბერი, 2025 , 12:50
არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება -ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 12:30
უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე - მიხეილ სააკაშვილი
7 ნოემბერი, 2025 , 12:27
საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი - ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 11:58
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა - ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 11:51

