უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 დეკემბერი, 2017 12:40
font-size

მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გამოიჩინოს ყოველდღიური პატრიოტიზმი და შეიძინოს ქართული პროდუქცია - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართული პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში კამპნაიებს „ნატახტარსა“ და „ზედაზენს“ ეწვია.

გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან ერთად დაათვალიერა „ზედაზენის“ ქართული ლუდისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ქარხანა, რომელშიც ამჟამად 700 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს პრეზიდენტს კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა. პრეზიდენტი ლუდის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო და საწარმოო პროცესი დაათვალიერა.

კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ტექნოლოგიური აღჭურვითა და ნედლეულის ხარისხით „ზედაზენი“ უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია და მისი პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელდა მსოფლიოს 23 ქვეყანაში. ჩეხი და გერმანელი მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კი, სისტემატურად მუშაობენ საერთაშორისო ხარისხის და სტანდარტის დამკვიდრებაზე.

„ზედაზენში“ კომპანია „ბარამბომ“ პრეზიდენტს საახალწლო ხაზის პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდი წარუდგინა.

ლუდსახარშში „ნატახტარი“ საქართველოს პრეზიდენტს კომპანიის წარმომადგენლებმა გიორგი ქოქიაშვილმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და გენერალურმა დირექტორმა ჯუნეით არათიმ უმასპინძლეს და კომპანიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 50 პროცენტზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს ლუდის ცხრა ბრენდს, ორ ქვებრენდს და ლიმონათის რვა არომატს სთავაზობს.

„დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ კამპანია „მოითხოვე ქართული“. ამ კამპანიის სულისკვეთებით ჩვენ შემოვიარეთ ფაქტობრივად საქართველოს ყველა რეგიონი, ვნახეთ არაერთი ქართული წარმოება, რომელიც ამდიდრებს საქართველოს, ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ქართულ ბიზნესს. დღეს ჩვენ ვართ ჩემთვის განსაკუთრებით ახლოს, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, მოვინახულეთ „ზედაზენი“, „ბარამბო“, „ნატახტარი“.

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, მნიშვნელოვანია პრაგმატული, ყოველდღიური პატრიოტიზმი. ეს გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოითხოვოთ ქართული პროდუქცია, შეიძინოთ ქართული პროდუქცია, გააძლიეროთ საქართველო.

ნამდვილად, ის საახალწლო სუფრა, რომელიც მე მინდა, რომ ყველა ოჯახში ხვავიანი და ბარაქიანი იყოს, კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს, თუ სავსე იქნება ქართული პროდუქციით, რომელიც ნაწარმოებია საქართველოში, ქართველების მიერ და რომელიც ჩვენს მოქალაქეებსაც გაამდიდრებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუ

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში - ლევან დავითაშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას,

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`