უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
არქივი
პოლიტიკა
მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხი მკვეთრი ვარდნის თაობაზე - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგევლაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ დემოკრატიულობის ხარისხი მკვეთრად დაეცა.
„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრეთვე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე მიულოცა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება და მზადყოფნა გამოთქვა უფლებამოვალეობის გადაბარების პროცესში მასთან ითანამშრომლოს.
„ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.