უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 სექტემბერი, 2018 11:00
font-size

მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იბერიას“ - ნინო ლომჯარია

ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში,- განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ .

ლომჯარიამ "იბერიას" ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პოზიციას მას შემდეგ ჩამოაყალიბებს, როდესაც ფინანსთა სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს მიიღებს.

"მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იბერიას“ და ჟურნალისტებს. სახალხო დამცველი, ჩვენ ხელთ არსებული რესურსის თუ მანდატის ფარგლებში, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დავიცვათ ნებისმიერი ჟურნალისტის საქმიანობის დამოუკიდებლობა და ჩაურევლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი საქმიანობა, განსაკუთრებით ახლა. მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და ქვეყნის დემოკრატიული პროცესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს რომელიმე დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობის შეზღუდვა, მით უმეტეს, როდესაც გარკვეული შეკითხვები საჭიროებს პასუხის გაცემას.

ჩვენ უკვე დავიწყეთ საქმის გარემოებების შესწავლა, იგივე ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, "ომეგა ჯგუფს" აქვს გარკვეული პრეტენზიები. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს უკვე მივმართეთ ოფიციალურად და ჩვენს პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ მას შემდეგ, რაც უკვე ოფიციალურად გვეცნობება ჩვენს კითხვებზე პასუხი.

დღეს ჟურნალისტებისგან მოვისმინე საქმის გარშემო არსებული გარემოებები, მათი წუხილები და ვფიქრობ, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია დროული და პირდაპირი კომუნიკაცია ჟურნალისტებთან, კომპანიის წარმომადგენლებთან სახელმწიფოს მხრიდან. ჩემი მხრივ, მზად ვარ ხელი შევუწყო ამ პირდაპირ დიალოგს,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა ჩანაწერებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ვფიქრობ, რომ ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები, გამოძიება უნდა დაიწყოს. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორი კვალიფიკაციით გამოძიების დაწყება. მე ამ ჩანაწერის ავთენტურობაზე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა გავრცელებული ჩანაწერებიდან სერიოზული დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მათ შორის ზეგავლენით ვაჭრობის თვალსაზრისითაც.

თუმცა ამ ეტაპზე, ყველაზე კრიტიკულია ის ფაქტი, რომ ამ ტელევიზიის ჟურნალისტები ყოველდღიურად არიან შიშში, აქვთ მოლოდინი, რომ ნებსიმიერ დროს შეიძლება შეწყდეს მაუწყებლობა, "- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

საკვანძო სიტყვები:

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე - თავდაცვის მინისტრი

3 ივნისი, 2020 , 12:10

"ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია" - ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რ

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა - დავით ჭიჭინაძე

2 ივნისი, 2020 , 16:50

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა და აი, ეს არის მთავარი პრობლემა, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ამასთან, დეპუტატი ოპოზიც

ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ - დავით ჭიჭინაძე

1 ივნისი, 2020 , 17:10

რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა“, - აცხადებს პ

ძალიან კარგ ადგილზე ვარ და პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს - ამირან გამყრელიძე

1 ივნისი, 2020 , 16:25

"პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში და იცით, რომ მე 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია",- ამის შესახებ დაავადებათა კონტ

სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტებს - ნათია მეზვრიშვილი

1 ივნისი, 2020 , 16:00

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით გან

დარჩენილია ერთი პატარა ნაბიჯი - გიორგი რურუას გათავისუფლება - რომან გოცირიძე

1 ივნისი, 2020 , 15:30

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობის გარეშე დაამტკიცებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, - აცხადებს ფრაქცია „ნაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!