უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 ივლისი, 2018 11:10
font-size

მინდელის შახტში დარღვევები იყო, რამაც ტრაგედია გამოიწვია და რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო - სოზარ სუბარი

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ტყიბულში, მინდელის შახტში არსებული ხარვეზების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

„მინდელის შახტში დარღვევები იყო, რამაც ტრაგედია გამოიწვია და რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო“, -თქვა სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მან განაცხადა, რომ „ვიდრე საბოლოო დასკვნები არ დაიდება, ამ ეტაპზე, ამაზე მეტს არ ვიტყვი და არც უწყებები იტყვიან“.

სუბარმა დასძინა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერი არაა და მთავრობა იფიქრებს ტყიბულის ალტერნატიული განვითარების მოდელზე.

„ავტორიტეტული კვლევითი კომპანიის მიერ ზუსტი დასკვნის დადების შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რა გზით მივდივართ, ამ შახტების ფუნქციონირება და ადამიანური ტრაგედიების თავიდან აცილება მართლაც შეუძლებელია, თუ შესაძლებელია, შახტებმა ცივილიზებულად იფუნქციონირონ. თუ კითხვა დაისვა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ თუ-ს მოვხსნით იმით, რომ ყველა შემთხვევაში ვიფიქრებთ, ტყიბულისთვის რა ალტერნატივების გამონახვა შეიძლება, რადგან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია“, – განაცხადა სუბარმა.

შეკითხვაზე, დადგა თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ბოლო პერიოდში მომხდარი ტრაგედიების გამო, სუბარმა უპასუხა, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ტრაგედიების გამოძიება თითქმის ბოლომდეა გასული და შედეგები მალე გახდება ცნობილი.

„საზოგადოებას ვარწმუნებ, დასჯილი იქნება ყველა დამნაშავე, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება“, – განაცხადა სუბარმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ტყიბულში თუ სხვაგან, ტრაგედიის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ უსაფრთხოების სისტემების უქონლობის გამო, მუდმივად იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ტრაგედია მოხდება.

მისი თქმით, „ინდუსტრიულ ჯგუფს“ სახელმწიფოს მიმართ აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც შესრულებული არ არის.

„მეშახტეთა ხელფასებს რაც შეეხება, „ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ პირველივე დღეს ითქვა, რომ ისინი მეშახტეების მინიმუმ, ერთი თვის ხელფასს უპრობლემოდ გადაიხდიან. ვფიქრობ, ისეთი ბალანსი მოინახება, რომ თანამშრომელთა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდეს და ძალიან არც ამ კომპანიამ იზარალოს. ამ პოლიტიკის გატარებაში სახელმწიფო მინიმუმ, შუამავალი იქნება და თუ საჭირო გახდება, უფრო მეტადაც ჩაერევა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ორშაბათს გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.

გამოძიების ვარაუდით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი