უახლესი ამბები
არქივი
სამართალი


მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული - ნათია მეზვრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, იგი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საცხოვრებელ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი. მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, დაწყებულია ამ ფაქტზე გამოძიება. ამოღებულია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამ პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

თბილისში 24 ბინის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
7 დეკემბერი, 2019 , 11:43

ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი დააკავეს
7 დეკემბერი, 2019 , 11:15

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
6 დეკემბერი, 2019 , 14:20

სუს-მა ქედის მერიის თანამშრომელი დააკავა
6 დეკემბერი, 2019 , 13:15

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
6 დეკემბერი, 2019 , 12:00

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა
5 დეკემბერი, 2019 , 17:30