უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 თებერვალი, 2018 14:15
font-size

მინისტრი კახეთში ბრიკეტების წარმოებას გაეცნო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ბრიკეტების საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. ეროვნული საშენი მეურნეობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიკეტების საწარმოს მშენებლობის პროექტი მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დახმარებით განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობაზე მუშაობს. - აცხადებენ უწყებაში.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ტყეზე ზეწოლის შემცირება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული საწვავი საშუალებების წარმოების განვითარებას შევუწყოთ ხელი. ერთ-ერთი ასეთ საშუალება, რომელიც ევროპაში დიდი ხანია უკვე არსებობს, ნარჩენებისგან დამზადებული ბრიკეტებია. ბრიკეტები მაღალი თბოუნარიანობითაც გამოირჩევა და ეკოლოგიურად სუფთაა. მნიშვნელოვანია, რომ ბრიკეტი ჩაანაცვლებს შეშას, ამიტომ მისი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად წახალისებული იქნება. სამთავრობო ცვლილებებით, ტყეში ნარჩენებზე წვდომის შესაძლებლობა მთელ რიგ საწარმოებს ეძლევათ, რაც, გარდა ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობისა, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიკეტების დამამზადებელ კერძო საწარმოსაც, შპს „კერას“ ესტუმრა და წარმოების პროცესს გაეცნო.

ბრიკეტი ტყეში არსებული ნარჩენებისგან მზადდება და 4-5-ჯერ მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე გამშრალი შეშა.

მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიმბოლურად ერთი შეკვრა ბრიკეტი, რომელიც მთელი წლის მარაგია, სოფელ ალვანის საბავშვო ბაღში მიიტანა.

კახეთში ბრიკეტების საწარმოები, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, სატყეო სააგენტოსა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსებმა, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ურეკში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

19 მაისი, 2018 , 17:40

ავტოსაგზაო შემთხვევას ურეკში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი, მეორე სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

შსს-მ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა

19 მაისი, 2018 , 16:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქ

სოფელ სალხინოში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

19 მაისი, 2018 , 13:35

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს. მათ პროექტის ამოცანები, ტექნიკური სამუშაოების

სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა

19 მაისი, 2018 , 11:50

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა. როგორც ოკუპირე

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

19 მაისი, 2018 , 11:50

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს “ბლუბერი“-მ 6.9 ჰა მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი ოზურგეთის დაბა ნარუჯაში

ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

18 მაისი, 2018 , 12:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვირში ფერმერებს შეხვდა და ინფორმაცია ღო

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე