უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 დეკემბერი, 2018 13:00
font-size

მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს მარტის სხდომაზე აღარ განიხილავს და ივნისის სხდომაზე დაუბრუნდება

ევროპის საბჭოს მინისტთა კომიტეტი 2019 წლის გაზაფხულზე ჩანიშნულ სხდომაზე ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს არ განიხილავს. კომიტეტმა მოიწონა ის ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად და თქვა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე ჩანიშნულ სხდომაზე კომიტეტი ამ საკითხზე აღარ იმსჯელებს და მხოლოდ ივნისში დაუბრუნდება აღსრულების პროცესის მიმდინარეობას. ამის შესახებ კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც 4 დეკემბრის სხდომაზე დამტკიცდა და გუშინ გამოქვეყნდა.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ევროპის საბჭო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს მონიტორინგს საქმის აღსრულების დახურვამდე უწევს და პროცესის მიმდინარეობას დროდადრო აფასებს. აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილის დაცვის მხარემ ევროპის საბჭოს ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესის განხილვის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა და მოითხოვა მოსმენის ჩანიშვნა ჯერ მიმდინარე წლის მარტში, შემდეგ − ივნისში, თუმცა, მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი მხოლოდ მიმდინარე წლის დეკემბერში განიხილა.

მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში. კომიტეტის წევრები − ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები − კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. რეზოლუციაში მითითებულია საქმის აღსრულების ხელახალი მონიტორინგის თარიღიც.

საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების -„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - აღსრულების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა პირველად 4 დეკემბერს შეაფასა და მიიჩნია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.

კომიტეტმა მოიწონა, რომ

2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ეროვნულ დონეზე გამოძიება განახლდა;

2018 წლის 25 ოქტომბერს მთავრობამ დაამტკიცა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანია ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზე, რაც იყო კიდეც მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა;

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შედეგად პროკურატურის ორგანოები დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება;

2015 წელს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს სასამართლოებისათვის წინასწარ პატიმრობაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების საშუალებას და მათ ავალდებულებს ეს ზედამხედველობითი ფუნქცია ავტომატურად, გონივრული ხანგამოშვებით შეასრულონ;

2018 წლის ივლისში საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების შერწყმის შემდგომ პერიოდში დაწყებულია მუშაობა იმ მიზნით, რომ 2019 წლიდან სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით გახდეს შესაძლებელი.

დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე https://search.coe.int/cm/pages/result_details.aspx?objectid=09000016808effbe

საიამ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

2018 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. 2018 წლის 2 მაისს ზ. ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის „გირჩის“

შაჰინის სკოლის ყველა კურსდამთავრებულის ატესტატი იურიდიულ ძალას შეიძენს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

12 დეკემბერი, 2018 , 14:15

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ სტრატეგიული სამარ

ირანის 7 მოქალაქე პასუხისგებაშია მიცემული

12 დეკემბერი, 2018 , 12:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სა

დღეს 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა დაიკითხებიან

12 დეკემბერი, 2018 , 11:45

7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა დაიკითხებიან. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების მონაწილეები ჩვენებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებისთვის ომბუდსმენი პრეზიდენტს მიმართავს

12 დეკემბერი, 2018 , 11:15

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის შეწყალებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს სახალხო დამცველი მოქმედ პრეზიდენტს. გიორგი მარგველაშვილს ფირცხალავასა და ცააძის ოჯახის წევრები მიმართავენ დ

ვარკეთილში `ვისოლის` ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

12 დეკემბერი, 2018 , 10:45

გვიან ღამით ვარკეთილში ყაჩაღობა მოხდა. სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურიდან თავდამსხმელებმა თანხა წაიღეს. თუმცა, თანხის ოდენობა არ სახელდება. უცნობია, იყვნენ თუ არა თავდამსხმელები შეიარაღებულები

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`