უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 დეკემბერი, 2018 11:00
font-size

მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა მთავრობის არგუმენტები, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლებულია - თეა წულუკიანი

ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსაბჭოს კომიტეტის დასკვნას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება დაწყებულია და სიმართლე დადგინდება.

რაც შეეხება განაჩენებს, მინისტრის თქმით, არც ერთ ეტაპზე ვანო მერაბიშვილის პატიმრობა უკანონო არ ყოფილა.

“მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა მთავრობის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლებულია.

ორი საკითხი, რომელზეც ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ორგანო გააგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას ეს არის, როგორც უკვე აღვნიშნე საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიების საკითხი და მეორე ის, რომ პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლეებმა უკეთესად დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები.

თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს დარღვევა არ აქცევდა ვანო მერაბიშვილის დაკავებას უკანონოდ და არც არსებობდა ამიტომ გათავისუფლების საფუძველი,“-აცხადებს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა.

ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

პირადად ვპირდები მიქაუტაძეს, რომ ჩავალპობ ციხეში - გედევან ფოფხაძე

25 მაისი, 2019 , 19:14

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის უვადო მოსამართლედ გამწესებას გამოეხმაურა, “გიორგი მიქაუტაძეს მინდა, პერსონალურად მივმართო და ვურჩ

ნატო ჩხეიძე: 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამზე დამპატიჟეს მე, რომელმაც 26 მაისის გაუქმება ჯერ კიდევ 15 აპრილს კანონპროექტით მოვითხოვე

25 მაისი, 2019 , 16:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებაზე მის მიწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: ის, რაც ხდება 26 მაისისადმი მიძღვნილ საზ

„ჩვენ რატო უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს?“

25 მაისი, 2019 , 14:35

ჭიათურაში, მაღაროელთა გაფიცვას “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელში ეხმაურება. „აი მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნეული უბედურება:   სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭ

ჩვენი ოპონენტები იმდენად გაწბილებულები არიან, რომ ბიუჯეტის მატებასაც კი უარყოფითად აფასებენ - ირაკლი ზარქუა

24 მაისი, 2019 , 17:10

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ აგონიაში მყოფი პარტია უწოდა. მისი განცხადებით, ისინი იმდენად გაწბილებ

ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ ფასების ზრდა არ დაუშვას - კობა გვენეტაძე

24 მაისი, 2019 , 16:45

„საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი. ასეთი კურსისთვის დამახასიათებელია მოკლევადიან პერიოდში მერყეობა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტ

“აი, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო”

23 მაისი, 2019 , 17:55

ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გავრცე