უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 ივლისი, 2020 17:36
font-size

მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდეგაც იგი გადააგდეს მდინარეში.

როგორც მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე თავს იკავებს პასუხის გაცემისგან კითხვაზე, უგონო მდგომარეობაში იყო თუ არა შაქარაშვილი მდინარეში გადაგდების დროს.

„გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში. ამ დასკვნით ბავშვის დახრჩობის უშუალო მიზეზი არის ასფიქსია, რომელიც განვითარდა წყალში. ანუ გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლისდროინდელი, ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდეგაც იგი გადააგდეს მდინარეში და ამის შემდგომ დადგა ლეტალური შედეგი. უგონო მდგომარეობაში ყო თუ იყო გონებაზე, ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ, მე გეუბნებით იმას, რასაც ჩვენ გვაძლევს საქმის მასალები“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ამასთან, როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ოჯახის პოზიციაა, ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს

4 აგვისტო, 2020 , 16:20

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, &bd

დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

4 აგვისტო, 2020 , 14:50

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან ზეწოლის შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მოზარდი უკვე დაკითხა. ამ ეტაპზე ლონდა თოლორაიას უწყებაში სამართალდამცავების გამოკითხვა მიმდინა

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

3 აგვისტო, 2020 , 22:29

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგ

დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

3 აგვისტო, 2020 , 16:20

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. უწყების

ნარკორეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს - დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა

3 აგვისტო, 2020 , 14:45

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა-დაკავებულია ნარკორეალიზატორთა ჯგუფი, რომელთა მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე ლარი შეადგინა, &ndash

დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს - დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

3 აგვისტო, 2020 , 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტროში "შაბათის ფორმულას"  წამყვანის დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა  დასრულდა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ქაშიაშვილმა თქვა, რომ  გამოძიებისთვის  თამარ  ბაჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე