უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 სექტემბერი, 2020 10:20
font-size

მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით, ესენი საჩხერის მოდელზე გადავიდნენ - დავით ჭიჭინაძე

“მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით, ესენი საჩხერის მოდელზე გადავიდნენ. შუაში შეკვეთილი მაინც გაევლოთ, იქ აუზი მაინცაა თანამედროვე და საკონცერტო დარბაზი“, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე „ოცნების“ ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრებს.

ჭიჭინაძის თქმით, განვითარების მოდელი მაშინ არის კარგი, როდესაც მოქალაქეებს საკუთარი შემოსავლით დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეუძლიათ წარმართონ საკუთარი ოჯახები.

„ის, რომ ვიღაც საჩხერეში სახურავებს გადახურავს და მერე უნდა, რომ ეს მოდელი მთელ ქვეყანას მოარგოს, იმ მთავრობის საქმეც დამთავრებულია და პოლიტიკური გუნდისაც. კარგი მოდელი მაშინ არის, როდესაც ადამიანებს ისეთი შემოსავალი აქვთ, მათ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეუძლიათ წარმართონ ოჯახიც და ქვეყანა.

სწორედ ეკონომიკა გახდა ის გამოწვევა ამ ხელისუფლებისთვის, რომლის გასაღებსაც ვერ პოულობენ, მაგრამ თურნავებით, მაჭავარიანებით, გახარიებით ვერც ვერასოდეს მოაგვარებენ ქვეყნის პრობლემებს. ამას ემატება სააკაშვილის გაუგებარი განცხადებები, რაც ადამიანებში მძაფრ ემოციებს იწვევს; მერაბიშვილის გავლენებიც საკმაოდ იგრძნობა მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში. მოკლედ, სანამ რუხი კარდინალობა არ დასრულდება ამ ქვეყანაში, სანამ ადამიანებს არ ეცოდინებათ ვინ ღებულობს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას და ვის ესაუბრებიან, არაფერი არასოდეს არ დალაგდება. ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მევახშურ-ბანკური მოდელი დასრულდეს, ადამიანების ვალებისგან უნდა გათავისუფლდნენ!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ - გიგი უგულავა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაო

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პ

ქართული ოცნება აზროვნებს და მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად - ბადრი ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 18:07

“ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან”- ასე შეაფასა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გ

წაგების მოლოდინში `ოცნება` ყოველდღიურად კარგავს სახეს -სალომე სამადაშვილი კობახიძის ბრალდებებზე

28 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ნაცინალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, “ქართული ოცნების “ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმიანება, რომელშიაც კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხები

`სადაც მინდა იქ წავალ... იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ` - გომელაური ბათუმში ჩავიდა

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია, თუმცა უცნობია მისი აჭარაში ვიზიტის მიზეზი. მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი იქ ჩასვლა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ მას "აჩოტებს" არ ჩააბარებს. 

აუდიტი გვიჩივის, გირჩი TV-ზე გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გადისო – ზურაბ ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

"გირჩის" ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პარტიას სასამართლოში უჩივლა. "3 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამა