უკან

კომენტარი

12 სექტემბერი, 2019 13:50
font-size

მისი წარსული ალი ბაბა და 40 ყაჩაღს უფრო ჰგავს - დავით ჭიჭინაძე

12 ლიდერს ვეძებო, მოციქულები მგონია 12-თან დაკავშირებით. ისე, მისი წარსული ალი ბაბა და 40 ყაჩაღს უფრო ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს. - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას.


„12 ლიდერს ვეძებო, მოციქულები მგონია 12-თან დაკავშირებით. ისე, მისი წარსული ალი ბაბა და 40 ყაჩაღს უფრო ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს. პოლიტიკას ცოტა სხვა ენა ახასიათებს და ვურჩევდი, მეტად ორიენტირებული იყოს ხალხის ბედნიერებაზე და არა ლიდერების ძებნაზე. ლიდერები, ბიზნესის გაგებით, არ ზრუნავენ ხალხისთვის, ისინი ფიქრობენ საკუთარი კომპანიის გამდიდრებაზე. ხაზარაძეს თუ უნდა, რომ საკუთარი პარტიის წევრების გამდიდრებაზე იფიქროს, ვფიქრობ, ძალიან ცუდად დაამთავრებს. არ მგონია, რომ ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანებს ძარცვავდა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დეპუტატი გამოეხმაურა ხაზარაძის მოძრაობის სახელწოდებასაც.

„მსოფლიო ჩემპიონატია ახლა რაგბიში. საქართველოს ნაკრებს სპონსორი ჰყავს „თიბისის“ სახით და ეტყობა უნდა, ესეც მიითვისოს. სხვათა შორის, ბევრი სპონსორი იყო რაგბიში, მაგრამ პოლიტიკაში ეს არავის გამოუყენებია. მის მერკანტილურობაზე მეტყველებს ეს“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

მამუკა ხაზარაძემ დღეს ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია გამართა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.

„ვირო მადლიო“- მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

14 სექტემბერი, 2019 , 13:40

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება. „ვირო მადლიო – აი, ეს ტიპი ამტკიცებს,

ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეზე: „ცოტ-ცოტაობა სირცხვილებით მივიდა „ლელო“-ს გახსნამდე“

14 სექტემბერი, 2019 , 11:13

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებას და ასევე, მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „სერიიდან: აბა,

წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო - ივანე მაჭავარიანი

13 სექტემბერი, 2019 , 14:35

საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან 20 წელზე მეტი ვარ ბიზნესში, ერთი წელი ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არ ყოფილა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს

არანაირი სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში ავყვე - მაია ცქიტიშვილი

13 სექტემბერი, 2019 , 12:35

ეს არის ჭორაობა, რომელიც ჩვენ არაერთი მოგვისმენია ბატონი მამუკა ხაზარაძისგან, - ასე შეაფასა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“

პოლიტიკისა და ბიზნესის აღრევამ დარტყმა მიაყენა ბიზნესსაც და პოლიტიკასაც - თემურ შაშიაშვილი

13 სექტემბერი, 2019 , 12:00

არ შეიძლება ბიზნესისა და პოლიტიკის აღრევა. ქვეყანას სჭირდება პოლიტიკა, რომელიც იცავს ბიზნესს და ბიზნესი, რომელიც აფინანსებს დემოკრატიას. ხოლო ფულიანების მოსვლა პოლიტიკაში არის შეცდომა. , - ასეთი კომენტარი გააკეთა თეთრები

ლელო, საქართველო, პოეზია. მეტს მოველოდი - გია ვოლსკი

12 სექტემბერი, 2019 , 16:25

„მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიური, მისტიური, ლირიული წარმოდგენა ექნებოდა – ლელო, საქართველო, პოეზია. მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს