უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
მიტ რომნი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა 29.08.2012 13:30

მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი რესპუბლიკური პარტიიდან, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.

ამის შესახებ დელეგატებმა გადაწყვეტილება ფლორიდაში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე მიიღეს.

ახლა ყოფილმა გუბერნატორმა თავისი ფორმალური თანხმობა უნდა განაცხადოს, იმაზე რომ მას სურს აშშ-ში, 6 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ რომნიმ პრაიმერლიზის დროს გამარჯვება აშშ-ის 42 შტატში მოიპოვა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.