უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
მსოფლიო
მიტ რომნი: ობამას პოლიტიკა ახალ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს 20.05.2012 14:32

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, მიტ რომნი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტის ბარაკ ობამას ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკას აპროტესტებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები არჩევნებზე მხარს ობამას დაუჭერენ, ქვეყანაში ახალი ეკონომიკური კრიზისი დაიწყება.

რომნი მიიჩნევს, რომ ბარაქ ობამას ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკა ბიუჯეტიდან მთელ თანხას გაფლანგავს, რაც კიდევ უფრო ძლიერ კრიზისს გამოიწვევს.

მით რომნის ამ განცხადებას ბარაქ ობამას მომხრეები უკვე გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, რომნიმ მასაჩუსეტსის გუბერნატორობის დროსაც დადო პირობა, რომ ეკონომიკურ პრობლემებს გადაწყვეტდა, თუმცა მისი გუბერნატორობის დროს კრიზისი უფრო გაღრმავდა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბრს არის დაგეგმილი.