უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 ივნისი, 2018 14:15
font-size

მიწისძვრამ აზერბაიჯანში სახლები დააზიანა

აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონში გუშინდელმა მიწისძვრამ სახლები და სოციალური ობიექტები დააზიანა. ბზარები გაჩნდა სოფლებში: ალიაბადში, გიოზბარახში, იუხარიში, ტალაში, იენი სუვაღილსა და ლაგიჯში მდებარე საცხოვრებელ სახლებში.

„მიწისძვრა იგრძნობოდა თითქმის ყველა სოფელში. არაფერი არ დანგრეულა, თუმცა კერძო სახლები და სოციალური ობიექტები მაინც დაზიანდნენ. კომისია დაადგენს ამ შენობების ავარიულობის ხარიხს“, - განაცხადა ზაქათალას რაიონის საგანგებო სიტუაციათა კომისიის თავმჯდომარემ ტოფიგ ახმედოვმა.

მისივე ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„გუშინ, ქალაქ ზაქათალადან სამხრეთით 24 კილომეტრში დაახლოებით 6 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვვრა მოხდა. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ზარალი მიადგა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს, ბზარები გაჩნდა სახლების კედლებზე. ამ დრომდე ვიღებთ შეტყობინებებს მიწისძვრისგან მიყენებული ზიანის შესახებ“, -დაამატა ახმედოვმა.

მისი თქმით, სკოლებში გაკვეთილები ჩვეულებრივად მიმდინარეობს, რადგან შენობები „პრაქტიკულად ახალია“. ახმედოვის ინფორმაციით, ყველა სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, ხოლო სინათლის, გაზისა და წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები არაა.

გამოცემა Day.Az-მა ვუსალ რაფიგიზის სახელობის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკურ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ გუშინდელ მიწისძვრას 75 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, თუმცა ისინი სუსტია და არ იგრძნობა.

ამავე გამოცემის ცნობით, მიწისძვრის შედეგად გახას მკვიდრმა, 13 წლის გულარ დურმუშზადემ ფეხი მოიტეხა. სოფელ გეიამის მცხოვრებლების თქმით, 63 წლის სოლტან განდახოვს მიწისძვრის მომენტში მიღებული ძლიერი სტრესის გამო გულის შეტევა დაემართა, რის გამოც დაიღუპა.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში მოხდა 5.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში - გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ &ld

სომხეთი: კორონავირუსის 2 306 ახალი შემთხვევა 10 გარდაცვლილი პაციენტი

22 ოქტომბერი, 2020 , 12:55

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 306 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთში აღრიცხულია ინფიცირების 70 836 შემთხვევა. მათ შორის 1

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი, 2020 , 16:45

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მ

დავით გარეჯთან პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ როდესაც, ქედის ქვევით - დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ - ირაკლი ღარიბაშილი

16 ოქტომბერი, 2020 , 13:15

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე დაკავშირებულ კარტოგრაფიული რუკების საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვ

სომხეთი: კორონავირუსის 1 371 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი პაციენტი

15 ოქტომბერი, 2020 , 11:25

სომხეთში კოვიდინცირებულთა ოდენობამ 60 ათასს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში კი, 15 ოქტომბრის მონაცემებით, ეპიდემიას ქვეყანაში 1046 ა

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

15 ოქტომბერი, 2020 , 11:00

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასა და საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დღეს დილიდან სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების