უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
“Mitsubishi Motors” პაიკს პიკზე ორი ახალი ელექტროქარით წარდგება 20.05.2012 17:35

კომპანია “Mitsubishi Motors”- პაიკს პიკის ცნობილ ავტორბოლაზე ორ ახალ ელექტროქარს წარადგენს. კომპანიამ „i-MiEV”-ის ელექტროქარების ბაზაზე შექმნილი ორი ახალი სპორტული ელექტროქარის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა. ერთი მათგანი მთლიანად ავტომანქანა „Evolution”–ის გადაკეთებული ვარიანტია, მეორე კი –– ჩვეულებრივი სერიული „„i-MiEV”“. პირველი მათგანი სამი ელექტროძრავისაგან შედგება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 320ცხენის ძალას შეადგენს. “Mitsubishi i-MiEV“–ის საჭეს შეჯიბრზე ავტორალი „დაკარის“ ორგზის გამარჯვებული ჰიროსი მასუოკა მიუჯდება. სერიულ ვარიანტს კი ამერიკული ყველგანმავლების რბოლების ჩემპიონი ბესი გორდონი მომართავს.

პაიკს პიკის ცნობილი ავტორბოლა 8 ივლისს დაიწყება.