უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 ივნისი, 2018 11:10
font-size

მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში - ფედერიკა მოგერინი

ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

მისი თქმით, საქართველოში 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ, ევროკავშირს მშვიდობისა და კონფლიქტის ნამდვილი გადაჭრისთვის მუშაობა არ შეუჩერებია. როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობას. მისი თქმით, ეს პარტნიორობა ღრმაა.

„ომის დროს ევროკავშირის შუამდგომლობამ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება მოახდინა და საბოლოოდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტით დასრულდა. მას შემდეგ ევროკავშირი კონფლიქტის შედეგების მართვაში ცენტრალური მოთამაშეა, რეგიონში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი გადაწყვეტილების გამონახვაში.

ევროკავშირს სპეციალური როლი აკისრია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამო. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ვართ ადგილზე. მისიამ კონფლიქტით დაზარალებული ყველა მხარის სასარგებლოდ სიტუაციის სტაბილიზების აუცილებელი ფუნქცია შეასრულა. მისიას ჰყავს 200 სამოქალაქო ექსპერტი. მათი მანდატია არამარტო მონიტორინგი გაუწიონ ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის პროცესს, არამედ ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას, დაძაბულობის შემცირებას და თავიდან აიცილონ სიტუაციის ესკალაცია“, – განაცხადა მოგერინიმ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას.

„ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ემსახურება იმის კონსოლიდირებას, რასაც ის „ახალ რეალობას“ უწოდებს. ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში თანათავმჯდომარეობს ჟენევის მოლაპარაკებებს და აქცენტს აკეთებს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ასევე ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა არაღიარებისა და აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის პოლიტიკაა, რაც ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას "დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს კონფლიქტი არ არის მივიწყებული. ეს ჩვენი პრიორიტეტია. თქვენ ახსენეთ და ეს მართალია, არის რისკი და საფრთხე ჩვენ გარშემო არსებული კონფლიქტებისა და შექმნილი კრიზისებიდან გამომდინარე. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობას. ეს პარტნიორობა ღრმაა“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ნინო ექვთიმიშვილი

საოკუპაციო ძალების მიერ 68 წლის მწყემსის გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

18 ივნისი, 2018 , 10:45

გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრის, 68 წლის მიშა პეტრიაშვილის გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გუშინ გაიტაცეს, რო

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში აფხაზეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისთვის დროებითი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

14 ივნისი, 2018 , 12:55

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში აფხაზეთში ტურისტული მიზნებით ჩამოსული უცხოელი მოქალაქეებისთვი

ევროპარლამენტში საქართველო რუსეთის კონფლიქტის საკითხზე დებატები გაიმართა

13 ივნისი, 2018 , 11:10

12 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა განხილვა თემაზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ.  სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

13 ივნისი, 2018 , 10:35

12 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“ ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

12 ივნისი, 2018 , 10:30

ევროპარლამენტი დღეს გამართავს დებატებს, თემაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.  ევროპარლამე

ასლან ჯიოევი ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადმოყვანილი - `ძალა ერთობაშია”- ს წევრები მის გამოკითხვას ითხოვენ

9 ივნისი, 2018 , 14:10

მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრები აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის, დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მოძრაობის წევრების თქმით, ასლან ჯიო

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე