უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ნოემბერი, 2017 14:15
font-size

მიუხედავად დაბრკოლებებისა, სლოვაკეთის მსგავსად, ჩვენ ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ - თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ - მიხეილ ჯანელიძე

სლოვაკეთის ხავერდოვანი რევოლუციის 28-ე წლისთის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ.

მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობებზე საუბრისას, ამ ორ ქვეყანას შორის პარალელები გაავლო და აღნიშნა, რომ „მიუხედავად სირთულეებისა, სლოვაკეთმა მტკიცედ განაგრძო გზა ევროპისკენ და თავისუფლებისკენ და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, მშვიდობიანი გზით, მიაღწია სლოვაკი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ეს ჩვენ გვაძლევს მოტივაციას, მიუხედავად სირთულეებისა, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, რომელიც არის თავისუფლების, სწორი ფასეულობების და დემოკრატიის გზა. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა უკვე მიაღწია ხელშესახებ წარმატებას ამ გზაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, რაც გულისხმობს ასოცირებას დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, სტაბილურობასთან და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ

მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური, კულტურული, ხალხთაშორისი და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშა, რომ მხარეები აქტიურად მუშაობენ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

აღსანიშნავია, რომ მიღებაზე, ხელი მოეწერა ოფიციალურ შეთანხმებას კომპანია "ჯორჯიან ეარვეის" და ბრატისლავას აეროპორტის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.
სლოვაკეთის ელჩმა საქართველოში, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, განსაკუთრებული ჯილდო გადასცა სლოვაკეთის საპატიო კონსულს საქართველოში, ბესარიონ ქვარცხავას.

ხელოვნების სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი