უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მარტი, 2017 18:35
font-size

მიუხედავად რუსთავი2-ის კრიტიკული დამოკიდებულებისა, ჩვენ ყველა არჩევნების მოგებას ვახერხებდით - ზაზა გაბუნია

„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტარ ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ესმის, რომ მედია კრიტიკული უნდა იყოს და ეს მომავალშიც ასეც იქნება.

როგორც გაბუანიამ „ტვ პირველის“ ეთერში რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს დახურული ტელევიზიები, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში გაიხსნა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდისთვის მედია არის პარტნიორი და არა საფრთხე.

„ისეთი თავისუფლება, რომელიც დღეს აქვს მედიას და ჟურნალისტებს, არის უპრეცედენტო და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ყველა საჭირო გზა გაიაროს სახელმწიფომ დემოკრატიული განვითარების. ეს გზა გაგრძელდება. გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული არ არის საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ყველამ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი და მმართველი გუნდისადმი ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი, ამას არ შეუშლია მმართველი გუნდისთვის ხელი, რომ მოეგო ყველა არჩევნები, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე ჩატარებულა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რუსთავი2 , როგორც კრიტიკის მქონე მედია, პრობლემა არ ყოფილა. იმიტომ რომ ჩვენ ვახდენდით საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებას მიუხედავად იმისა, რამდენად უსამართლო კრიტიკა ისმოდა ხელისუფლების მიმართ. ამასთან, ეს არხი აგრძელებდა ფუნქციონირებას. და ეს არის სწორი. და ჩვენ გვესმის, რომ მედია კრტიკული უნდა იყოს“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მედიაზე საუბრისას, და იმ კრიტაკაზე რომელიც დღეს ოპონენტების მხრიდან ისმის, დეპუტატმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროს ევროპარლამენტში გამართული დებატები გაიხსენა.

გაბუნიას თქმით, მაშინ ევროპარლამენტში სხვადასხვა თემის მიმართ არსებობდა კრიტიკული დამოკიდებულება, თუმცა არც ერთი დებატის დროს მედიის თემა არც კი უხსენებიათ.

„იმიტომ, რომ ეს პრობლემა ბუნებაში არ არსებობს“,-განმარტა ზაზა გაბუნიამ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი