უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 თებერვალი, 2020 16:40
font-size

მიუნხენში სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიერ ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, აღნიშნული განცხადება ევროკავშირში ახალი, მრავალწლიანი (შვიდწლიანი) საფინანსო ჩარჩო შეთანხმების (ბიუჯეტის) დამტკიცების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში გაკეთდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მრავალწლიანი საფინანსო ჩარჩოს გავრცელების პერიოდი (2021-2027) სამი ქვეყნის რეფორმების შეუქცევადობისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტ პედიოდს ემთხვევა. სწორედ ამიტომ სამ ასოცირებული ქვეყანას მიაჩნია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერის სათანადოდ უნდა აისახოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გულმოდგინედ იმუშავებენ ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, სამი ასოცირებული ქვეყანისთვის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული რთული ვალდებულებების ეფექტინი შესრულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში სტაბილურობისა და განვითარების პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, რაც განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებულ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, რომელთათვისაც ევროკავშირი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უპირობო მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია.

ერთობლივ განცხადებაში ასოცირებული ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება ასოცირების შეთანხმების შესაბამისად რეფორმების პროცესის განხორციელებისადმი.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკავშირის ე.წ. ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე ერთობლივი განცხადება. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტით მინისტრებმა ევროკავშირს წარუდგინეს წინადადებები მათი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებთან დაკავშირებით.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა

9 აპრილი, 2020 , 11:56

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვირუსით დაღუპულია 88 000-

ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ - რომის პაპი

8 აპრილი, 2020 , 17:05

“ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრულნი ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ,” - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრან

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 6 მაისამდე გამოცხადდა

7 აპრილი, 2020 , 15:40

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 6 მაისამდე იქნება. იაპონიის პრემიერმა საგანგებო მდგომარეობა ტოკიოსა და კიდევ ექვს რეგიონში

მარტში მსოფლიოში სურსათზე ფასები დაეცა - FAO

6 აპრილი, 2020 , 15:00

გლობალური პანდემიით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნა და ნავთობის ფასის ვარდნა, ძირითად სასურსათო პროდუქციაზე საერთაშორისო ფასების კლების მიზეზი გახდა. როგორც „მედიანიუსს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის

ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება - დონალდ ტრამპი

5 აპრილი, 2020 , 12:45

ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტრამპის თქმით, ამერიკას წინ უსასტიკესი კვირა ელოდება

აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 7400-ს გადააჭარბა

4 აპრილი, 2020 , 12:15

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 7402-ს მიაღწია. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 277 953 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 12 283 ადამიანი გამოჯანმრთელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`