უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
არქივი
საზოგადოება
მიუსაფარი ცხოველები საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოდიან - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, მიუსაფარი ცხოველები საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოდიან და მათი მიგრაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება.
მისი თქმით, თბილისში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის დათვლა მომავალი წლისთვის იგეგმება, 2015 წლის მონაცემით კი, დედაქალაქში, დაახლოებით, 43 ათასი მიუსაფარი ძაღლია.
"თუკი რეგიონებში არ აკეთებენ ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციას, როგორც კი თბილისში შემცირდება ცხოველთა რაოდენობა, მაშინვე, მყისიერად გამოიწვევს ეს ცხოველთა შემოდინებას როგორც ქართლის, ასევე კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხრიდან. რაოდენობა ცხადია, იგივე გახდება. ამიტომ აუცილებელია რეგიონებშიც გაკეთდეს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები. ამ მხრივ, შინაური, ბინადარი ცხოველების შესახებ კანონში ცვლილებებიც იგეგმება. პარლამენტში უკვე დაწყებულია განხილვა, რომელშიც ჩვენი აზრით, აუცილებლად უნდა ჩაიდოს ცხოველთა გამრავლების კონტროლი. ადამიანს, რომელსაც ცხოველის გამრავლება უნდა, ამისთვის დასჭირდება სპეციალური ნებართვა და ლიცენზია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მიუსაფარი ცხოველების შემცირებას მოგვცემს", - განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში დღიურად ჩატარებული სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა 6-დან 20-მდე გაიზარდა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, იგეგმება ვეტერინარების დამატება, რაც მეტი ცხოველის განეიტრალების საშუალებას იძლევა.
,,წელიწადში დაახლოებით 4 ათასი ოპერაცია ტარდებოდა, თუმცა, ჩვენი მოსვლის შემდეგ, აქტიური მუშაობა დავიწყეთ ამ მიმართულებით და ოპერაციების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. ახლა, დაახლოებით, 17 ოპერაციას ვატარებთ. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 270 ოპერაცია ჩატარდა. თუმცა, 20-22 ოპერაციის ჩატარებას ვგეგმავთ დღიურად. ვამატებთ კიდევ ერთ საოპერაციოს და ორ ვეტერინარს. ასევე, 4 პრაქტიკოსი ვეტერინარის ნაცვლად 7 ვეტერინარი გვეყოლება",- განაცხადა ლომჯარიამ.