უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 აპრილი, 2017 14:00
font-size

მივედი მივეცი ხმა X პარტიას, ამ პარტიამ ვერ გადალახა 5 %-იანი ბარიერი, მაგრამ ჩემი ხმა მიდის საერთოდ სხვა პარტიის ჯიბეში - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტის არჩევის ახალი წესი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს შინაარსობრივად არის აცდენილი და კონსენსუსი პირველ რიგში, ამ წესთან მიმართებაში უნდა იყოს მიღწეული.

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ახალციხეში სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

”რა ნაწილებში უნდა იქნას მიღწეული კომპრომისი? - პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მე ამ ახალ კონსტიტუციურ მოდელს ვუყურებ, ეს არის პარლამენტის არჩევის წესი - წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის, სამწუხაროდ, აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს: შენარჩუნებულია მაღალი 5 %-იანი ბარიერი, მაშინ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ბარიერი უნდა იქნას დაწეული. მაღალი 5 %-იანი ბარიერის პარალელურად პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების შექმნა. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ თუ ასეთ მაღალ პოლიტიკურ ბარიერს დაგვიწესებთ და არ მოგვცემთ შესაძლებლობას, რომ გავერთიანდეთ ერთმანეთთან, ჩვენ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა. ეს მათი არგუმენტია, რომელიც მოსმენილი უნდა იქნას. მაგრამ ყველაზე უცნაური და რთული არის 5 %-ის ქვეშ რა პარტიებიც იქნება ანუ ხმები, რომლებიც არ გადავა პარლამენტში - ამ ხმების მითვისების სქემა შინაარსობრივად სრულიად გაუგებარი და გარკვეულწილად უსამართლოა.

წარმოდგენილი ვარიანტით ეს გაუნაწილებელი ხმები ყველა მიდის მოგებულ პარტიასთან. შევხედოთ ამას ამომრჩევლის თვალით - მივედი მივეცი ხმა X პარტიას, ამ პარტიამ ვერ გადალახა 5 %-იანი ბარიერი, მაგრამ ჩემი ხმა მიდის საერთოდ სხვა პარტიის ჯიბეში. ეს ხომ მარტივი უსამართლობაა? - ამაზეა პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუღებელია ეს არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის. ამ უსამართლო სისტემის შეცვლაზე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი დიალოგი უნდა იყოს ამომრჩევლებთანაც და პოლიტიკურ ძალებთანაც,” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი წარმმართველი არის ხალხის აზრი და პოლიტიკურად ამას ჰქვია დემოკრატია.

„მთავარი რისიც მწამს, რაც მჯერა, რაც ჩემი აზრით არის წარმმართველი პოლიტიკური ცხოვრების, ეს არის ხალხის აზრი და პოლიტიკურად ამას ჰქვია დემოკრატია. როდესაც გაჩნდა კითხვა, რა ახალი მთავარი კანონი უნდა მივიღოთ, ჩემთვის ბუნებრივი იყო, რომ თათბირი ამ ახალი კანონის თაობაზე დამეწყო საზოგადოებასთან. ბუნებრივი და კითხვის გარეშე იყო ის საკითხი, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ თანაცხოვრება, ამაზე პასუხი უნდა წამოსულიყო ხალხიდან. ძირითადი გადაწყვეტები კანონის მოწყობის თაობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული დემოკრატიულ პრინციპებზე. ამას სრული გულწრფელობით ვამბობ, რადგან არ ყოფილა შემთხვევა ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში, რომ საზოგადოებასთან კონსულტაციის პრინციპი, ხალხის მიერ შეფასების მიცემის უნარი სადმე დამდგარიყოს კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა

18 აპრილი, 2024 , 12:41

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2024 , 11:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს

17 აპრილი, 2024 , 15:40

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი