უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 აპრილი, 2017 09:00
font-size

მივედი მივეცი ხმა X პარტიას, ამ პარტიამ ვერ გადალახა 5 %-იანი ბარიერი, მაგრამ ჩემი ხმა მიდის საერთოდ სხვა პარტიის ჯიბეში - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტის არჩევის ახალი წესი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს შინაარსობრივად არის აცდენილი და კონსენსუსი პირველ რიგში, ამ წესთან მიმართებაში უნდა იყოს მიღწეული.

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ახალციხეში სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

”რა ნაწილებში უნდა იქნას მიღწეული კომპრომისი? - პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მე ამ ახალ კონსტიტუციურ მოდელს ვუყურებ, ეს არის პარლამენტის არჩევის წესი - წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის, სამწუხაროდ, აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს: შენარჩუნებულია მაღალი 5 %-იანი ბარიერი, მაშინ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ბარიერი უნდა იქნას დაწეული. მაღალი 5 %-იანი ბარიერის პარალელურად პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების შექმნა. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ თუ ასეთ მაღალ პოლიტიკურ ბარიერს დაგვიწესებთ და არ მოგვცემთ შესაძლებლობას, რომ გავერთიანდეთ ერთმანეთთან, ჩვენ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა. ეს მათი არგუმენტია, რომელიც მოსმენილი უნდა იქნას. მაგრამ ყველაზე უცნაური და რთული არის 5 %-ის ქვეშ რა პარტიებიც იქნება ანუ ხმები, რომლებიც არ გადავა პარლამენტში - ამ ხმების მითვისების სქემა შინაარსობრივად სრულიად გაუგებარი და გარკვეულწილად უსამართლოა.

წარმოდგენილი ვარიანტით ეს გაუნაწილებელი ხმები ყველა მიდის მოგებულ პარტიასთან. შევხედოთ ამას ამომრჩევლის თვალით - მივედი მივეცი ხმა X პარტიას, ამ პარტიამ ვერ გადალახა 5 %-იანი ბარიერი, მაგრამ ჩემი ხმა მიდის საერთოდ სხვა პარტიის ჯიბეში. ეს ხომ მარტივი უსამართლობაა? - ამაზეა პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუღებელია ეს არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის. ამ უსამართლო სისტემის შეცვლაზე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი დიალოგი უნდა იყოს ამომრჩევლებთანაც და პოლიტიკურ ძალებთანაც,” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი წარმმართველი არის ხალხის აზრი და პოლიტიკურად ამას ჰქვია დემოკრატია.

„მთავარი რისიც მწამს, რაც მჯერა, რაც ჩემი აზრით არის წარმმართველი პოლიტიკური ცხოვრების, ეს არის ხალხის აზრი და პოლიტიკურად ამას ჰქვია დემოკრატია. როდესაც გაჩნდა კითხვა, რა ახალი მთავარი კანონი უნდა მივიღოთ, ჩემთვის ბუნებრივი იყო, რომ თათბირი ამ ახალი კანონის თაობაზე დამეწყო საზოგადოებასთან. ბუნებრივი და კითხვის გარეშე იყო ის საკითხი, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ თანაცხოვრება, ამაზე პასუხი უნდა წამოსულიყო ხალხიდან. ძირითადი გადაწყვეტები კანონის მოწყობის თაობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული დემოკრატიულ პრინციპებზე. ამას სრული გულწრფელობით ვამბობ, რადგან არ ყოფილა შემთხვევა ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში, რომ საზოგადოებასთან კონსულტაციის პრინციპი, ხალხის მიერ შეფასების მიცემის უნარი სადმე დამდგარიყოს კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

დემოკრატიის გზაზე საქართველო ნაბიჯს უკან დგამს - საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი

19 ნოემბერი, 2019 , 12:40

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა. მისი თქმით, ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერი, 2019 , 10:55

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრას ქართული მხრი

რუსთველის გამზირზე საპოლიციო ღონისძიება წესრიგის აღსადგენად ჩატარდა - კახა კალაძე

18 ნოემბერი, 2019 , 20:30

საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხ

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ერთიანობა - არჩილ თალაკვაძე

18 ნოემბერი, 2019 , 20:05

ხელისუფლება და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს თავის ოჯახს და თავის საქმეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხად

ოპოზიციას ვუბრუნებ გაჭრილ ჯაჭვსა და ბოქლომს - არჩილ თალაკვაძე

18 ნოემბერი, 2019 , 19:53

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმბოლურად ბოქლომი დაუბრუნა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბოქლომი არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ოპოზიციი

მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება - მამუკა მდინარაძე

18 ნოემბერი, 2019 , 16:00

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს. მისი თქმით, ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. "ვფიქრობ, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად