უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 იანვარი, 2019 15:20
font-size

მივედით იქამდე, რომ კობახიძე წერს და ივანიშვილი ხელს აწერს - გია ხუხაშვილი

ეს ივანიშვილის არჩევანია, ყველა ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს. ჩემთვის ივანიშვილის განცხადება მის მასშტაბს კიდევ უფრო აპატარავებს. სამწუხაროდ, ისედაც მქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები. ბესელიასთნ დაკავშირებით ივანიშვილის რიტორიკა საერთოდ არაა საინტერესო. ივანიშვილი ირიბად ადასტურებს, რომ მოწონს ქვეყანაში მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ესეთ მოსამართლეებს წარმოადგენს, რაც რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მივედით იქამდე, რომ კობახიძე წერს და ივანიშვილი ხელს აწერს. ესეც ივანიშვილის არჩევანია, - ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ხუხაშვილის განცხადებით, მთავარია რა ხდება ქვეყანაში და არა პარტია “ქართულ ოცნებაში”.

“რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად პარტიულ პრობლემებს ასახელებს, ესეც სამწუხაროა. პარტიული პრობლემები არაა მნიშვნელოვანი, მთავარია რა ხდება ქვეყანაში. ივანიშვილი სახელმწიფოებრივ პრობლემებზე არ ამახვილებს ყურადღებას. თურმე, მთავარი პრობლემა პარტიის ლაგება ყოფილა. მისი პარტია არ გვაინტერესებს. მთავარია ქვეყანაში რა ხდება. ქვეყანაში კი კარგი არაფერი არ ხდება. ეს დოკუმენტი კაჭრეთში გამოაცხვეს და მე ამას დავარქვი კაჭრეთის მანიფესტი.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილმა გავრცელებული განცხადებით საბოლოოდ დაუჭირა მხარი ახალგაზრდულ ფრთას. იქ დარჩა პატარა მანევრის საშუალება დატოვებული. თუმცა, სამწუხაროა, ივანიშვილის მასშტაბი მცირდება და ეს სრულიად აშკარა გახდა”, – აცხადებს ხუხაშვილი.

დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია

26 მარტი, 2019 , 15:00

ჯალათებისა და მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასდროდ მივიღებ, - ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას დახმარების ხელი უნდა გაუწოდ

ნატო ჩხეიძე: ბატონმა გახარიამ ძალიან ადრე დაიწყო სიცილი

26 მარტი, 2019 , 10:55

გახარია ამ ტონალობაში მანამდე ისაუბრებს, სანამ ხაზარაძესავით მასაც არ მოიძულებენ. რომ მოიძულებენ, მერე უკვე სხვანაირ ტონალობაში და სხვა სიტყვებს იტყვის. ერთი კია, ნახევარი სიმართლე არსებობსო. ნახევარი სიმართლე არა, ბევრა

`ადრე ცუდ საქმეებს რომ აკეთებდა და ეხლა კეთილი გახდა...` - ვინ არის `ოცნების` მარნეულში მერობის კანდიდატი?

25 მარტი, 2019 , 17:49

მარნეულში, "ქართული ოცნების" მერობის წარდგენილი კანდიდატის, ზაურ დარგალის შესახებ, "ფეისბუქზე" ალეკო ელისაშვილი წერს და ფოტოს აქვეყნებს: "ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატად წარადგინა ზაურ დარგალი. დ

დავნიშნე საკრებულოს თავმჯდომარედ, რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში- შალვა ნათელაშვილი ლადო კახაძეზე

25 მარტი, 2019 , 17:40

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლადო კახაძის წარდგინებას, მისი ყოფილი თანაპარტიელი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა. „98 წელს ეს ბატონი მოიყვანეს ჩვენთან, როგორც წარჩინებული გ

საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით - სტოლტენბერგი

25 მარტი, 2019 , 17:20

„საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით და უნდა გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად,“ - ეს განცხადება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა &bdqu

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი არ არის რელევანტური - რომან კაკულია

25 მარტი, 2019 , 17:15

მაშინ, როდესაც პარლამენტარის ხელფასი არის ის რაც არის, მაშინ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი არ არის რელევანტური, - განუცხადა ჟურნაისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა რომან კაკულიამ. კაკულიამ ეს განც