უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ივლისი, 2019 12:10
font-size

მივიღე გადაწყვეტილება სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა - მამუკა ხაზარაძე

სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

მისივე შეფასებით, აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება.

„ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს.

სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება“, - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

გედევან ფოფხაძე გიორგი მიქაუტაძეს: თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში

22 ოქტომბერი, 2019 , 17:15

უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ შანტაჟისტი უწოდა და განაცხადა, რომ მისი ადგილი უნდა იყოს ციხეში. ვახტანგ შარაქაშვილის კითხვა მიქაუტაძეს გედევან ფოფხაძემ დაუსვა:

გლდანის ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავდებული გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული დ. კ. (დაბ. 1980 წ.) სასჯელს 2015 წლიდან ი

საქართველოს ეროვნული ნასყიდობის ხელშეკრულების მიზნობრიობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გადახედოს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკს ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, კანონი არ დაურღვევია, მაგრამ გარიგების სამართლებრივი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მაღალი საჯარო ინტერესის სა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელობის და ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებ ისაუბრა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგ

ორხევის დასახლებას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

ორხევის დასახლებაში, №56 ავტობუსის ხაზზე, “ISUZU”-ს მარკის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. 8 მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს ორხევის დასახლებიდან, ქეთევან წამებულის გამზირის გავლით, მეტროსადგურ ისნამდე გადაიყვანს

მხუთავი აირით გამოწვეული სიკვდილიანობიდან გამომდინარე, „ახალი საქართველო“ ხელისუფლებას ახალ ინიციატივას სთავაზობს

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

მხუთავი აირით გამოწვეული სიკვდილიანობიდან გამომდინარე, „ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ხელისუფლებას ახალ ინიციატივას სთავაზობს. თეონა ჭალიძის თქმით, აღნიშნული ინიციატივით, 125