უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 თებერვალი, 2017 18:45
font-size

მივიღებთ ამ პარლამენტის მიერ დანიშნულ მორიგ ბუტაფორიულ პრეზიდენტს - რომან გოცირიძე

საპრეზიდენტო ინსტიტუტის გარდა, არ დარჩა არც ერთი სფერო, რომელზეც მცოცავი, ტოტალური კონტროლის დამყარება არ მომხდარა, - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მცოცავი უზურპაციის და ხელისუფლების დაპყრობის პროცესი დაიწყო მაშინ, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც გოცირიძის განცხადებით, იყო ეროვნული ბანკში, გადავიდა მთავრობის ხელში.

”ყველა თქვენგანის ანგარიშს აკონტროლებს მთავრობა. ყველა გარიგებას, ყველა ვაჭრობას, ყველა გადარიცხვას. შემდეგ მოხდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის გამოტანა და დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოშია გაჭედილი ეს საქმე. ამ 25 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, საგადასახადო სამსახურს ჩვენი საბანკო ანგარიშების კონტროლის შესაძლებლობა ჰქონოდა, თქვენ თუ თქვენმა წინამორბედმა პარლამენტმა ამის უფლება მიეცით შარშან.

საპრეზიდენტო ინსტიტუცის გარდა, არ დარჩა არც ერთ სფერო, რომელზეც მცოცავი, ტოტალური კონტროლის დამყარება არ მომხდარა. ახლა მიდის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაკნინება. ახლა თქვენ ვეტოსაც დაძლევთ დღეს. ფაქტობრივად შემდეგ გააუქმებთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მის პირდაპირ არჩევას და მივიღებთ ამ პარლამენტის მიერ დანიშნულ მორიგ ბუტაფორიულ პრეზიდენტს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

“რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს”

30 მაისი, 2020 , 16:41

ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ. „რა ფო

კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა - ხათუნა ლაგაზიძე

30 მაისი, 2020 , 12:05

“კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა,” - ამის შესახებ წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ Facebook გვერდზე. “გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გა

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ