უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მარტი, 2017 14:55
font-size

მივიღებთ კონტროლირებადი პარტიის მიერ კონტროლირებად ტელევიზიას - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი2-ის თამაშრომლებს მიმართავენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის თანამშრომლებს მიმართვენ.

როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებაშია ნათქვამი, არხის თანამშრომლები ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ სატელევიზიო პოლიტიკაზე, სამაგიეროდ, გაისვრებიან და გახდებიან ინტრიგის თანამონაწილეები, რომლის მთავარი მიზანია შეიქმნას მოჩვენებითი დემოკრატიის სურათი პროცესის წინ.

„კიდევ ერთხელ გვინდა შევაფასოთ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები - აშკარაა ნაძარცვი ქონების გადანაწილებისა და თანამშროლების გამოყენებით დანაშაულებრივი ქმედებების გათეთრების მცდელობა.

დანაშაულის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება, ვინაიდან საქმე რეზონანსულია და ყველას კარგად მოეხსენება, რომ 2004 წელს რუსთავი 2-ის 60% ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა დამფუძნებლებს.

დღეისათვის არსებული მდგომარეობით, არც ერთ ძირითად მოთამაშეს (მთავრობა, ნაც. მოძრაობის ორი ფრთა) არ სურს გავლენიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევზიიის არსებობა. ამ ამოცანის გადაწყვეტაში მათ ერთი საერთო ამოცანა აქვთ - მოახდინონ ნიველირება და იგნორირება იმ ფაქტისა, რომ 2004 წელს მოხდა დანაშაული, ვინაიდან ამ ფაქტის აღიარების შემთხვევაში, ვერავინ გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების კანონიერ მოთხოვნას -დაუბრუნდეთ წართმეული ტელევიზია.

ეს უდიდეს პრობლემას უქმნის ყველა მხარეს: ნაც. მოძრაობას, როგორც დანაშაულის ჩამდენს, ხოლო „ოცნებას“, როგორც დანაშაულზე რეაგირების სურვილის არმქონეს და შესაბამისად, თანამონაწილეს. ეს უკანასკნელი გარემოება აშკარად იკვეთება თუნდაც იმ ფაქტით, რომ ოცნების მთავრობა უკვე მე-5 წელია არ რეაგირებს ჩვენ მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე.

სასამართლო დავის სტარსბურგში გადანაცვლებამ, რომელის დასრულებასაც წესით, მხარეები მოთმინებით უნდა დალოდებოდნენ, როგორც უზენაეს გადაწყვეტილებას, გამოიწვია სრულიად საპირისპირო რეaქცია - მცდელობა კულუარული გარიგებებით და ღია დაპირისპირებით შეცვალონ სტატუს კვო.

სტრასბურგი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, დავის ნებისმიერი შედეგით დასრულება მათთვის წამგებიანი იქნება. ქიბარ ხალვაშის მხარის წაგება სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებს ქართულ მართლმსაჯულებას და ზოგადად, ქვეყნის იმიჯს. პარადოქსია, რომ ხელისუფლებას არც პროცესის მოგება აძლევს ხელს, ვინაიდან ქიბარ ხალვაშის მიერ საქმის მოგების ასეთი მაღალი დონის ლეგიტიმაცია სერიოზულად გაზრდის მისი მოქმედების დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, ზრდის მის მიერ ჩვენთვის დაპირებული წილების დათმობის შანსებს.

რაც შეეხება ორად გაყოფილ ნაციონალურ მოძრაობას, არსებული ბალანსის დარღვევის გზაზე პირველი ნაბიჯი გადაიდგა ყარამანაშვილების (სააკაშვილის ფრთის) მხრიდან. მათი წინადადება წილების 40% თანამშრომლებისთვის დათმობის თაობაზე არის მცდელობა - გაზარდონ საკუთარი პოზიციების მოჩვენებითი ლეგიტიმაცია სტრასბურგის პროცესში.

ამ წინადადების ნამდვილი შინაარსი ნიშნავს, რომ თანამშრომლები ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ სატელევიზიო პოლიტიკაზე, სამაგიეროდ, გაისვრებიან და გახდებიან ინტრიგის თანამონაწილეები, რომლის მთავარი მიზანია შეიქმნას მოჩვენებითი დემოკრატიის სურათი პროცესის წინ.

რაც შეეხება ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან (უგულავა-ბოკერიას ფრთა) გაჟღერებულ კონტრწინადადებას. საპასუხო შეთავაზება შპს-ს შექმნის თაობაზე გულსხმობს ისევ და ისევ თანამშრომლების გამოყენებით დამყარდეს კონტროლი ტელევიზიაზე. თუმცა, როგორც პირველ ვარიანტში, ახლა უკვე ე.წ. წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნით (შპს) და მისი ამ ფრთისადმი ლოიალური წევრებით დაკომპლექტებით, თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე პროცესებზე, მათ გამოიყენებენ მხოლოდ შირმად.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, როგორც ჩანს, არსებული სიტუაციიდან ამგვარ გამოსავალს პოზიტიურად უყურებს ხელისუფლებაც. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: ამ სქემის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში დამოუკიდებელი რუსთავი 2-ის მაგივრად მივიღებთ კონტროლირებადი პარტიის მიერ კონტროლირებად ტელევიზიას!

სურვილი - ტელევიზია გამოვიდეს პოლიტიკური დიქტატიდან გასაგები და მისასალმებელია, მაგრამ ამ სქემებიდან ნებისმიერის ამოქმედების შემთხვევაში, ეს 40 - 1000 თანამშრომელი ნებსით თუ უნებლიეთ ბინძური პოლიტიკური გარიგების ნაწილი ხდება.

ევროპასთან დაახლოების პირველ ისტორიულ დღეს კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ამ საქმის სამართლიანად დასრულება, სანამ არ აღდგება ჩვენი, როგორც რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ორი შელახული ფუნდამენტური უფლება - კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან , თბილისის ბაღებში კი 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაღებს, დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,

ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ციხეში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ნ.ქ. გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს. ოფიციალური ვერსიით, მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაას

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები

10 დეკემბერი, 2019 , 12:15

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 10 დეკემბერს, ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, გამოაქვეყნა ახალი კვლევა მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესების შესახებ. 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევ

“საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას `ქართული ოცნების` ხელში”

10 დეკემბერი, 2019 , 12:15

დღეს, ,,ლელოს’’ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელ გადადგომასა და საპენსიო რეფორმის ხარვეზებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადები

ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

10 დეკემბერი, 2019 , 12:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.  ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა

10 დეკემბერი, 2019 , 11:55

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა. საკოო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`