უკან

პოლიტიკა

20 ივნისი, 2017 15:40
font-size

მივიღებთ რეგულაციებს, რომ არ დააპატიმრონ მარიხუანის მომხმარებლები - დიმიტრი ხუნდაძე

დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას მომხმარებელთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,იქნება მიღებული რეგულაციები, რათა არ დააპატიმრონ მარიხუანის მომხმარებლები.

„ჩვენ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა სესიაზე. ასევე, საპირისპირო აზრები გუნდშიც იყო. თუმცა, მივედით შეთანხმებამდე, რომ კულტივირების თემა იქნება ამოღებული კანონპროექტიდან და ავტორი ამას დათანხმდა. აგრეთვე საჯარიმო სანქციები იქნება შესაბამისი, რათა მივიღოთ რეგულაციები, რომ არ დავაპატიმროთ მარიხუანას მომხმარებელი. ეს ყველაზე მნიშნელოვანია. ასევე, საჯარიმო სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ არათუ ხელი შეუწყოს ნარკომომხმარებელთა რიცხვისა და კონკრეტულად მარიხუანას მომხმარებელთა გავრცელებას, არამედ მის შემცირებას",-განაცხადა ხუნდაძემ.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა არ იქნება გამოყენებული 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის, 140 გრამამდე ნედლი მარიხუანისა და 140 გრამამდე მცენარე კანაფის დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარების გამო.

ანა მებურისვილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი