უკან

პოლიტიკა

15 აგვისტო, 2017 16:00
font-size

მივიღებთ შევარდნაძის დროინდელ ჭრელ პარლამენტს - თინათინ ბოკუჩავა უბარიერო არჩევნებზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ბარიერის გარეშე ჩატარების შემთხვევაში ქვეყანა „შევარდნაძის დროინდელ“ ჭრელ პარლამენტს მიიღებს, რომელიც ვერ იქნება ქმედითუნარიანი.

ბოკუჩავას თქმით, პატარა პარტიების წასახალისებლად, უმჯობესია, ბლოკებში გაერთიანების შესაძლებლობის შენარჩუნება.

„საქართველოს პოლიტიკური კულტურისა და ზოგადად დემოკრატიული ცხოვრების განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება დაბლოკების წესის შენარჩუნება, იმისათვის, რომ პატარა პარტიებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შევიდნენ პარლამენტში და ამასთანავე განვითარდეს პარტიული ცხოვრება.

იმ შემოთავაზებით, რასაც ხელისუფლება ახლა გვთავაზობს, მივიღებთ შევარდნაძის დროინდელ, ძალიან ჭრელ პარლამენტს, რომელიც არ იქნება ქმნედითუნარიანი და თითოეული პოლიტიკოსის მოსყიდვა კიდევ უფრო გაუადვილდება ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, გუშინ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამონაკლისის სახით საარჩევნო ბარიერს მოხსნის.

როგორც შემდგომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, ამაზე საუბარი მმართველ გუნდში არ ყოფილა, თუმცა „ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციას შეხვდეს და განიხილოს როგორც საარჩევნო ბარიერი, ასევე სხვა საკითხები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი