უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მაისი, 2017 13:40
font-size

თუ არ გადავდგებოდი, უნივერსიტეტში უარესი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო - ლადო პაპავა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის ლადო პაპავას განცხადებით, მისი გადადგომა წინასწარ იყო დაგეგმილი. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ამაზე პერიოდულად მიანიშნებდა.

პაპავას თქმით, პოსტის დატოვება მმართველი გუნდის ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმაც ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტში ვითარება დაიძაბებოდა.

„კონსულტაცია გავიარე სახელისუფლებო წრიდან ჩემთვის პატივსაცემ ერთ-ერთ ავტორიტეტულ პირთან (რომლის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ), რომელთანაც საუბრიდან ჩემთვის ნათელი გახდა, რომ თუ არ გადავდგებოდი, უნივერსიტეტში უარესი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“, - განუცხადა პაპავამ „კვირის პალიტრას“.

პაპავამ გაიხსენა 2016 წლის მარტში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები. მან ისაუბრა განათლების მინისტრის შეთავაზებაზე, რომ პოლიციას სტუდენტები დაერბია.

„10 მარტს თსუ-ის პირველ კორპუსში სტუდენტები შემოიჭრნენ, დაბლოკეს ოთახი, სადაც კანცლერის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, და ამ უმძიმეს ვითარებაში მირეკავს განათლების მინისტრი და მეუბნება: გადაწყვეტილება მიღებულია, პოლიცია უკვე მალე იქნება უნივერსიტეტში და შენობას მეამბოხე სტუდენტებისგან გაწმენდსო. ამ წინადადებაზე დათანხმება ნიშნავდა, რომ სამართალდამცავები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, დროებით დააკავებდნენ და როდესაც გაათავისუფლებდნენ, უნივერსიტეტში საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებდა უკვე ახალი ბრალდებით, რომ მე უნივერსიტეტში პოლიცია სტუდენტების დასარბევად შემოვიყვანე, ისინი ვაცემინე. ასეთი ბრალდების შემდეგ რექტორს უნივერსიტეტში კი არა, საქართველოშიც კი არ დაედგომება. როგორც კი პოლიცია უნივერსიტეტში შემოვიდა, სტუდენტებსა და პოლიციას შორის ჩავდექი იქ მყოფ თსუ-ის რამდენიმე პროფესორთან ერთად და ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შენობის დატოვება ვთხოვე, ესეც, სავარაუდოდ, გათვლილი ზარი გახლდათ, დავეთანხმებოდი თუ არა განათლების მინისტრის ამ შემოთავაზებას“, - თქვა პაპავამ.

თსუ-ის ყოფილი რექტორის თქმით, სანიკიძე პერიოდულად უბიძგებდა აკადემიური საბჭოს წევრებს, რომ პაპავას გადადგომის საკითხი დაეყენებინათ. გარდა ამისა, პაპავას მტკიცებით, ზოგიერთი პროფესორი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, „აუდიტორია 115“-ისა და მაშინდელი თვითმმართველობის რამდენიმე წევრი სუს-თან იყო შეკრული რაიმე ფორმით.

პაპავას განცხადებით, მის წინააღმდეგ კაპმანია აგორდა მმართველ გუნდში. კერძოდ, მან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი გაიხსენა, რომელმაც პარლამენტიდან მას გადადგომისკენ მოუწოდა. პაპავას თქმით, იმ დეპუტატს თავისი ინტერესები ამოძრავებდა უნივერსიტეტის მიმართ.

„ჩემ წინააღმდეგ მოქმედი ყველაზე მთავარი ფიგურა დღეს სერიოზულად ავადაა, ამიტომ მასზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ის მაშინაც პარლამენტის წევრი იყო. 2016 წელს, როცა უნივერსიტეტში ვითარება დაიძაბა, სწორედ მან გააკეთა პარლამენტიდან პირველი საჯარო განცხადება ჩემი გადადგომის მოთხოვნით. რადგან „ქართული ოცნება“ თავიდანვე არ ყოფილა ერთიანი პოლიტიკური ძალა და მითუმეტეს, დღესაც არ არის, ყველას ერთნაირი შეხედულებები არ ჰქონია უნივერსტიტეტთან მიმარტებაში. ამ კონკრეტულ პარლამენტარს კი რექტორობასთან დაკავშირებით აშკარად თავისი გეგმები ჰქონდა“, - თქვა პაპავამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, მმართველ გუნდს აღიზიანებდა, რომ ის უნივერსიტეტის პირდაპირ დაფინანსებას ითხოვდა, ასევე სასწავლებლის ორი ობიექტის გადაცემაზე უარი თქვა. გარდა ამისა პაპავამ უარი თქვა მაღლივთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე.

პაპავამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მან გააკრიტიკა „გაზპრომსა“ და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მოლაპარაკებების დაწყება.

„2016 წლის იანვარში, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზპრომს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, ამის მოთმენა ვეღარ შევძელი: როდესაც დავინახე, რომ ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე იყო, თავი ვერ შევიკავე და საჯაროდ უარყოფითად შევაფასე მოლაპარაკებების პროცესი. ჩემს განცხადებას, როგორც გადმომცეს, საკმაოდ ნეგატიური გამომხაურება მოჰყვა მთავრობაში. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ის მოვლენები თანმიმდევრულად, რაზეც უკვე ვისაუბრეთ“, - გაიხსენა პაპავამ.

მან ასევე თქვა, რომ მის გადადგომამდე პაპავას წინააღმდეგ ორი ბრალდება იყო წაყენებული, რომელიც პოსტის დატოვების შემდეგ მოეხსნა.

„პროცესი ჩემი გადადგომის შემდგომაც გაგრძელდა - რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ. თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ. ორი ბრალდება წამიყენეს - უნივერსიტეტს თქვენი წიგნები რატომ აყიდინეთო და ასევე, ბიოლოგიის კორპუსთან სასტუმროს მშენებლობაზე. საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური იძიებდა და როდესაც გადავდექი, ქალბატონმა მინისტრმა ვითომ მეგობრულად ისიც კი შემომთავაზა, თქვენ უკვე გადადექით და თუ გნებავთ, საქმეს მსვლელობას არ მივცემთო. როგორ გეკადრებათ, თუ საკითხი შემოსულია, პირიქით, მიეცით ბოლომდე მსვლელობა, არაფერი მაქვს დასამალი-მეთქი”, - განაცხადა პაპავამ.

პაპავა არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ ისევ აგორდეს კამპანია. მისი თქმით, ამაში სუს-ის ხელი იქნება გარეული.

„საუბარს კი ასე დავასრულებ- ამ ინტერვიუს შემდეგ ჩემ წინააღმდეგ მორიგი სიბინძურეების კამპანიას არ გამოვრიცხავ. თუ ჩემი მოლოდინი მართლაც გამართლდება და მე და ჩემი ოჯახის წევრებს, თუნდაც ირიბად, უახლოეს პერიოდში ან, თუნდაც მომავალში, რაიმე საფრთხე დაგვემუქრება, საჯაროდ ვაცხადებ - ამის მთავარი შემოქმედი სუს-ის წარმომადგენლები იქნებიან“, - განაცხადა პაპავამ.

ანა მებურიშვილი

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

15 დეკემბერი, 2019 , 09:00

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`