უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 ივნისი, 2019 13:25
font-size

მივყვებით ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს და აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით - ნათია თურნავა

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზოგადად, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ბევრი გაგებით უნიკალური, ტურისტულად საინტერესო ცენტრი, - ამის შესახებ ეკონოიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რასაკვირველია, ეს იზიდავს, როგორც ევროპელ ტურისტს, ასევე აზიიდან მომავალ ტურისტს, ასევე ტრადიციული ბაზრებიდან მომავალ ტურისტს, მათ შორის რუს ტურისტებსაც.

თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე, მთავრობა, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ქართული ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით. ნათია თურნავას თქმით, აქცენტი არის ევროპაზე, მაგრამ ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებაც არის ჩვენი პრიორიტეტი.

„რამდენიმე დღეა ძალიან ინტენსიური შეხვედრები მაქვს ტურისტულ ინდუსტრიასთან - მცირე სასტუმროებთან, საოჯახო სასტუმროებთან, ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემის წინაშე დადგა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, ეს უნდა ვაღიაროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ბიზნესის მოთხოვნებს და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტიც საქართველოს ბაზარზე, რადგან საქართველოში ჩამოდის 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტი, არცერთ ქვეყანას არ აქვს დომინირებული როლი, რუსეთს უჭირავს საკმაოდ მაღალი წილი - ეს არის ჩვენი ტურისტული ბაზრის 25%“. იმედი გვაქვს, შევარბილებთ ტურისტულ ბიზნესზე არსებული რეალობიდან გამომდინარე ნეგატიურ გავლენებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი