უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 ნოემბერი, 2018 15:25
font-size

მივმართავ ძმათა მკვლელებს - ახალ კაენებს, გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების ჩადენა! - პატრიარქი ფილარეტი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის პატრიარქატის ხელმძღვანელმა, პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინაშე გაერთიანებისკენ მოუწოდა. ასე გამოეხმაურა პატრიარქი ფილარეტი ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ გამოვლენილ აგრესიას.

ფილარეტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ღიად გამოავლინა აგრესიის აქტი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც არც მალავს.

„უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე - მამაცურად წინააღმდეგობა გაუწიოს მტერს, დადგეს მშობლიური მხარის, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად“, -აღნიშნულია პატრიარქ ფილარეტის მიმართვაში.

მან ასევე ადგილობრივ პოლიტიკოსებს მოუწოდა გაერთიანებისკენ.

„მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გვერდზე გადადონ კამათი და გაერთიანდნენ. რადგან თუკი მტერი გაანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომელ თანამდებობებზე იზრუნებთ, სად მოახერხებთ მართვას? მოვუწოდებ ერთიანობისკენ მთელ უკრაინულ საზოგადოებას, იმიტომ რომ გამარჯვების გარეშე არ იქნება არც ნამდვილი მშვიდობა, არც კეთილდღეობა, არც ბედნიერი მომავალი თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

მან მიმართა ასევე რუსულ მხარესაც, შეწყვიტოს სისხლის ღვრა.

„ისევ მივმართავ ჩემს ხმას ძმათა მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს თავის ძმებს ეძახიან და მოდიან ჩვენს სახლში, რათა სისხლი დაღვარონ და დაიპყრონ: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების ჩადენა! დამალეთ თქვენი ხმალი და დაბრუნდით თავიანთ სახლში!“, - მიმართა პატრიარქმა ფილარეტმა რუსულ მხარეს.

გუშინ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული. უკრაინამ რუსეთის მოქმედებები აგრესიად შეაფასა.

მომხდარის გამო უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა. უჭერს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს დღეს უკრაინის უმაღლესი რადა რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - Fox News

6 ნოემბერი, 2024 , 11:25

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩ

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

4 ნოემბერი, 2024 , 11:00

წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმ

იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

28 ოქტომბერი, 2024 , 11:47

იაპონიის მმართველმა კოალიციამ, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით, პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მმართველმა კოალიციამ 215 მანდატი მოიპოვა, რაც ბევრ

ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში ყველა მხარეს მოუწოდებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“

2 ოქტომბერი, 2024 , 13:30

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელზე ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დაგმო, ამავდროულად მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ლიბანში. როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონმა საფრანგეთის

ისრაელში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება

2 ოქტომბერი, 2024 , 12:50

ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს. უწყების ცნობით, იგი კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზე ჩავიდა კონსული. სამინისტროში ასევე ამ

ისრაელი და ჰეზბოლა ახალი დარტყმების შესახებ იუწყებიან

2 ოქტომბერი, 2024 , 12:42

ისრაელზე ირანის სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დღეს, 2 ოქტომბერს, ისრაელის არმიამ მორიგი იერიში მიიტანა ჰეზბოლას ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამ