უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2019 14:15
font-size

მივმართავ კახა კალაძეს: როცა ადამიანები შიმშილობენ, რა ნამუსით ამცირებ სასადილოების ბიუჯეტს? რა გეფოიერვერკება? როცა იცი, რომ შენს გვერდით ხალხი შიმშილობს - თეონა ჭალიძე

7 000-მდე ადამიანი უფასო სასადილოების საკვებით სარგებლობას ითხოვს და ამის საშუალება მათ არ ეძლევათ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე უფასო სასადილოების არსებული ბიუჯეტი თბილისის მერიამ 188 000 ლარით შეამცირა. მისივე განცხადებით, ამის მიზეზად დაბალი მიმართვიანობა დასახელდა, რაც აბსურდია.

თეონა ჭალიძე მოქალაქეებს, რომელთაც უფასო სასადილოთი სარგებლობა სურთ, მოუწოდებს, გამგეობებში მივიდნენ და განცხადება დაწერონ, რათა დაფიქსირდეს, რამხელაა რეალურად მოთხოვნა.

,,დღესდღეობით თბილისში 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობს 38 365 სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირი. ძირითად სიაშია 38 365 ბენეფიციარი. დამატებით სიაშია 2 807, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ ულუფას, თუ ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ მივა. მოლოდინის რეჟიმში იმყოფება 4 080 ბენეფიციარი, რაც იმას ნიშნავს, რომ 7000-მდე ადამიანი ითხოვს უფასო სასადილოების საკვებით სარგებლობას და ამის საშუალება მათ არ ეძლევათ.

სასადილოს მომსახურეობით სარგებლობის მოთხოვნა რეალურად კიდევ უფრო მაღალია, თუმცა რიგი გარემოებების გამო, არაა ეს ციფრებში ასახული. მაგალითად: განცხადებას აღარ აწერინებენ, პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ არის ადგილი და აზრი არ აქვს განცხადების დაწერას. მათ ვინც, წინა წელს დაწერეს განხადება და დღემდე ელოდებიან სიაში ჩასმას, არ იციან, რომ განცხადების განახლება იყო საჭირო ამ წელსაც. ასევე, სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუჩერეს და შეუწყვიტეს საარსებო შემწეობის ჩარიცხვა ათასობით ადამიანს, რაც შესაძლოა მათი სიიდან ამოღების მიზეზიც გახდეს.

მიუხედავად ამისა, გუშინ საკრებულოს სხდომაზე, იმის ნაცვლად რომ გაეზარდათ სასადილოების არსებული ბიუჯეტი, ის შეამცირეს 188 000 ლარით. მივმართავ კახა კალაძეს: როცა ადამიანები შიმშილობენ, რა ნამუსით ამცირებ სასადილოების ბიუჯეტს? რა გეფოიერვერკება? როცა იცი, რომ შენს გვერდით ხალხი შიმშილობს და 7000 -ზე მეტი ადამიანი ითხოვს დღეში ერთხელ მაინც გამოიკვებოს, თუნდაც იმ 1 ლარითა და 30 თეთრით გამზადებული საკვებით.

ამ ქმედების არგუმენტად დასახელდა, რომ თითქოს უფასო სასადილოებით სარგებლობაზე მიმართვიანობა დაბალია და ამიტომ შეამცირეს არსებული ბიუჯეტი. რაც არის ყოვლად გაუმართლებელი და აბსურდული არგუმენტი“, - განაცხადა ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის

28 მაისი, 2020 , 17:07

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მხარდა

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:50

რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველ

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ შორის პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარების შესახებ ონლაინ საუბარი შედგა

28 მაისი, 2020 , 12:45

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული დაავადება მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, - ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიი

ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა

28 მაისი, 2020 , 12:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

28 მაისი, 2020 , 11:23

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. სრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 მაისი, 2020 , 11:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა