უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2018 16:00
font-size

მივმართავ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობოებს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან - ახალგორის გამგებელი

ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე.

„უფრო ინტენსიური მუშაობა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს მიცვალებულის არჩილ ტატუნაშვილის გადმოცემისათვის და ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ძალიან დიდი თხოვნით, როგორც ოჯახის სახელით, ისე მთელი საზოგადოებისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სახელით-თავი შევიკავოთ ყოველგვარი სპეკულაციებისაგან და ამ მძიმე ვითარების პოლიტიკური ქულების ჩაწერისაგან. არ არის ახლა ის დრო, რომ ჩვენ სიტუაცია დავძაბოთ და სიტუაციის დაძაბვით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრის, ჩვენი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების წისქვილზე დავასხათ წყალი“, -თქვა ახალგორის გამგებელმა.

22 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის სიკვდილის შესახებ. საოკუპაციო ძალები ცხედრის გადაცემაზე უარს ამბობენ. ტატუნაშვილის ოჯახმა კი შს მინისტრს, გიორგი გახარიას 48 საათი მისცეს ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვენებლად.

ანა მებურიშვილი

„მომავლის გზის მშენებლობა – საქართველო და უკრაინა“ - ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა

12 ოქტომბერი, 2019 , 12:27

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარი წამყ

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

12 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან - ილჰამ ალიევი

11 ოქტომბერი, 2019 , 16:45

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „აზერბაიჯანი და საქართველო,

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან შეხვედრა გამართა

11 ოქტომბერი, 2019 , 15:45

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმისთან შეხვედრა გამართა. როგორც „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა

საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

11 ოქტომბერი, 2019 , 15:20

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სედათ ონალთან. შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს დღის წესრიგში არსებული ორმხრივ

შინაგან საქმეთა მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

შინაგან საქმეთა მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

“გავრილოვის ღამის” საქმის მთავარი ფიგურანტის შიშველი სიმართლე - ნიკა მელია პოლიტიკური კულუარების დღემდე უცნობ ისტორიებით