არქივი
მსოფლიო


მივმართავ რუსეთს, თავი შორს დაიჭირეთ ამერიკის არჩევნებისგან - ბერნი სანდერსი
ვერმონტის შტატის სენატორი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბერნი სანდერსი რუსეთს მიმართავს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისგან თავი შორს დაიჭირონ. ამის შესახებ მან კალიფორნიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბერნი სანდერსმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ავტოკრატიული ბოროტმოქმედი უწოდა და აღნიშნა, რომ კრემლი ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევას ინტერნეტპროპაგანდის საშუალებით ცდილობს.
„დაზვერვის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ 2020 წლის კამპანიაში ერევიან. მივმართავ ბატონ პუტინს, დამიჯერეთ თქვენ ვერ ჩაერევით ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში. მივმართავ რუსეთს, თავი შორს დაიჭირეთ ამერიკის არჩევნებისგან“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, ოფიციალურმა პირებმა მას მიაწოდეს ცნობები, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, მის კამპანიაში ჩარევას და მისთვის ხელშეწყობას ცდილობს. როგორც ბერნი სანდერსმა განაცხადა, ამ გზით რუსეთი ამერიკელების გაყოფას და ქაოსის წარმოქმნას ცდილობს.
საკვანძო სიტყვები:

ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
3 მარტი, 2021 , 10:49

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩაგვრისა და აგრესიის გამო უკრაინაში - ჯო ბაიდენი
27 თებერვალი, 2021 , 14:24

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3169 ლარი გახდა
23 თებერვალი, 2021 , 17:30

ისრაელში შესვლა-გასვლა 20 თებერვლამდე აიკრძალა
5 თებერვალი, 2021 , 21:46

თუკი კოვიდ-19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ - ენტონი ფაუჩი
5 თებერვალი, 2021 , 13:09

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა
4 თებერვალი, 2021 , 11:30