უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 აპრილი, 2018 17:15
font-size

მივმართოთ ევროპარლამენტს, რათა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში მოხვედრილი პირები მათ შავ სიებშიც მოხვდნენ - სერგი კაპანაძე

ოპოზიცია მოუწოდებს მმართველ გუნდს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ეფექტური მუშაობისთვის. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესთავაზა მთავრობას, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ყოველი საქართველოს მოქალაქის გატაცებაზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რათა გამოიკვეთოს კონკრეტული პირების ბრალეულობა.

„ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროპარლამენტს და ზოგადად გავაათკეცოთ მუშაობა იმ კუთხით, რომ ამ სიაში მოხვედრილი ადამიანები იყვნენ შეყვანილი ჩვენი პარტნიორების შავ სიებში. დღეს სუს-მა გამოაქვეყნა ანგარიში რომელშიც თქვა, რომ 178 ადამიანი იყო გატაცებული საოკუპაციო ხაზიდან. შემდეგი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან უნდა იყოს, რომ ყოველი ასეთი საქმის შესახებ იყოს საქმე აღძრული, რათა კონკრეტული ადამიანების ბრალეულობა იყოს გამოკვეთილი. მარტო ამ შემთხვევაში ექნება ეფექტი ამ სიას, რომელიც მიიღო პარლამენტმა“, -თქვა კაპანაძემ.

ნობისთვის, 21 მარტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისგან, მიიღოს ზომები, რათა ქართულ მხარეს მის უცხოელ პარტნიორებთან ერთად საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას უფლება მისცენ.

გარდა ამისა, აღნიშნული რეზოლუციით საქართველოს მთავრობას ევალება, 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია, რომელსაც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია ეწოდება.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორის

დავით ბაქრაძე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს

21 სექტემბერი, 2019 , 12:55

„ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს. „ევროპული საქართველოდან“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს