უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 დეკემბერი, 2021 13:42
font-size

სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის - გურამ მაჭარაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ მეთოდები დაუძველდა, მისი ყველა პოლიტიკური ხრიკი საზოგადოებამ კარგად იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია, იგივე ნიკა მელიას განცხადებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს. მისი ეს განცხადება თავად სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომელმაც ცარიელ დღის წესრიგში სასწრაფოდ შემოაგდო ე.წ. შერიგების საკითხი, რისიც არავის სჯერა. შერიგება და ამნისტია მაშინ ხდება, როცა მხარეებს უნდათ, მომავალში ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. ჩვენ მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას და იყოს ოპოზიციაში. აპირებს, რომ ნებისმიერი მეთოდებით იბრძოლოს ხელისუფლების დაბრუნებისთვის და ამ ფონზე თუ ვინმეს სჯერა მათი გულწრფელი შერიგების, ძალიან ცდება. პრაქტიკულად, დღეს ისეთი სურათი მივიღეთ, როცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ ეტაპზე, თუ რომელიმე პარტიას ე.წ. შერიგება სურს, პარლამენტში მობრძანდეს, აღიაროს პარლამენტის ლეგიტიმურობა და ამის შემდეგ შეიძლება მათი გულწრფელი სურვილი დავინახოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი