უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 იანვარი, 2018 17:30
font-size

მიზანი აქვს ყველას ერთი - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება - ირაკლი კობახიძე

კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ პროცესებში ყველა მხარის და განსაკუთრებით საპატრიარქოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს, ჩვენ მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი განხილვის საფუძველზე, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიზნი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირებაა.

„საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება“, - განაცხადა კობახიძემ.

წულუკიანისა და ზურაბიშვილის განცხადებები მაჩალიკაშვილის საქმეზე პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა - EMC

21 მარტი, 2019 , 17:20

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც პოლიტიკოსებმა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკ

სოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან

21 მარტი, 2019 , 17:20

25 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები გაიფიცებიან, – ამის შესახებ დღეს განცხადება თავად სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთეს. გადაწყვეტილების შესახებ მათ უწყებას ოფიციალური წერილით

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

21 მარტი, 2019 , 16:50

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა - ეკატერინე გალდ

ილია მეორემ როს უილსონი და მისი მეუღლე მიიღო

21 მარტი, 2019 , 16:38

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი და მისი მეუღლე მარგო სქუაერი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო

თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

21 მარტი, 2019 , 13:15

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზა

ვითიბი ბანკისა და ტოიოტა ცენტრს თბილისის ერთობლივი შეთავაზება

21 მარტი, 2019 , 13:00

ვითიბი ბანკი და ტოიოტას  მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს სთავაზობს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც მოიცავს: უფასო სერვისს  3 წლის განმავლობაში,  6 თვიან დაზღვევას, 15 თეთრიან