უკან

საზოგადოება

25 ივლისი, 2017 15:00
font-size

მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატივის განხორციელება საოკუპაციო ხაზთან - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აქტივისტთა ჯგუფის „ძალა ერთობაში“ მონიტორინგი საოკუპაციო ხაზთან მიზანშეწონილი არაა იქ არსებული საფრთხეების გამო. შსს-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისინი უკვე ესაუბრნენ აქციის ორგანიზატორებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, რომლებიც გეგმავენ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას. ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ის დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.

საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“, - წერია შსს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან აქტივისტთა ჯგუფი „ძალა ერთობაში“ საოკუპაციო ხაზის, კერძოდ, ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე პატრულირებას გეგმავს.

ანა მებურიშვილი

ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება - საპატრიარქო

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება მარიხუანას კულტივირების კანონპროექტს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინ

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს, ხელი დააფაროს სერიოზულ, მათ შორის, დანაშაულებრივ დარღვევებს - ირაკლი აბესაძე

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს, ხელი დააფაროს სერიოზულ, მათ შორის, დანაშაულებრივ დარღვევებს, რომელსაც ჩადიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისევე როგორც პროკურატურასა და შსს-ში, – ამი

“მთავრობის ლობირების ქვეშ ხდება ეს ყველაფერი` - ხორბლის იმპორტიორების პროტესტი გრძელდება

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ხორბლის იმპორტიორების პროტესტი გრძელდება - ლილოს გამშვები პუნქტი ისევ პარალიზებულია. სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ ფინანსთა მინისტრისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება. გადამზიდავები ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუ

ოპოზიციამ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს იმედი არასწორად ჩაუსახა, რომ მკვლელს იპოვიდნენ - სოფო კილაძე

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

საპარლამენტო ოპოზიციამ დაპირება გასცა და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს იმედი არასწორად ჩაუსახა, რომ მკვლელს იპოვიდნენ, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, სოფო კილაძემ პირველი არ

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს

18 სექტემბერი, 2018 , 20:24

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი 19 სექტემბერს, 14:00 საათზე გერგეთი ქ. №3-ში პრესკონფერენციას გამართავს. როგორც ცნობილია პრესკონფერენციის მთავარი თემა ბოლო დღეებში ბიზნესმენის წინააღმდეგ მიმდინარე ცი

ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე

18 სექტემბერი, 2018 , 18:45

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`