უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 აპრილი, 2020 14:30
font-size

მკაცრად გაკონტროლდება ყველა საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის უფლება აქვს მიღებული - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა და პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით მიმდინარეობს იმ საწარმოების შემოწმება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვთ მიღებული. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში არიან საწარმოები, რომლებიც მოქმედებენ სპეციალური პირობების დაცვის შემთხვევაში. ასეთი საწარმოების კონტროლი დაიწყო. უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო. შემოწმებას აწარმოებს რამდენიმე უწყება ერთობლივად“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული უსაფრთხოების ზომები, კერძოდ, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.

„შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მონიტორინგს. ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს მიღებული უფლება, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება, რათა მათ დაიცვან ყველა რეგულაცია, სპეციალური სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 18:24

მშენებლობა და დეველოპმენტი, კრიზისამდე, პანდემიამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის

დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:42

საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრო

100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება - აზიის განვითარების ბანკი

28 მაისი, 2020 , 11:43

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილე

კონტრციკლური ბუფერი 0 პროცენტზე რჩება

27 მაისი, 2020 , 12:38

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა. აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებ

ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის - ნათია თურნავა

26 მაისი, 2020 , 17:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის