უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2017 13:10
font-size

მხარეებს შორის თანამშრომლობის დაბალი დონე მთავარ გამოწვევად რჩება - სახალხო დამცველის განცხადება

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს:

„ეს დღე ხალხთა შორის მშვიდობის იდეის გაძლიერებას და გავრცელებას ემსახურება. 2017 წლის 21 სექტემბრის თემაა „ყველა ერთად მშვიდობისათვის“. მისი მიზანია მშვიდობის კულტურის გაძლიერების იდეის ირგვლივ საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლების გაერთიანება.

საქართველოს სახალხო დამცველის განაცხადებით, მშვიდობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, სადაც ჩვენ ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ვესწრაფვით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანთა თანასწორობა და სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და სოციალური ჯგუფების მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობა. მშვიდობის მშენებლობა კი საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას და დაუღალავ მცდელობას მოითხოვს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლიდან შეისწავლის კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებებს და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებს წარუდგეს შესაბამის უწყებებს. თუმცა სამწლიანმა გამოცდილებამ ნათელი გახადა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის დაბალი დონე მთავარ გამოწვევად რჩება, რაც აუარესებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე დე ფაქტო მთავრობებს სოხუმსა და ცხინვალში, შეუერთდნენ დღევანდელ დღეს, გამოხატონ ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის რეალური ნება და ოფიციალური მოლაპარაკებების დროს პრიორიტეტი კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მიანიჭონ.

მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ნებისმიერს უფლებას აქვს მოვიდეს აქციაზე და გამოხატოს თავის პროტესტი - ვაჟა სირაძე

18 ნოემბერი, 2019 , 20:36

საპოლიციო ძალებმა გაწმინდეს მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც უკანონოდ იყო ბლოკირებული შესასვლელები. რუსთაველზე გრძელდება აქცია კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განა

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

18 ნოემბერი, 2019 , 20:30

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების შორის დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

18 ნოემბერი, 2019 , 19:24

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტის წინ კი მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან. შეგახსენებთ, სპეცრაზმმა, წყლის ჭავლისა და ძალის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები და პარლამენტის წინ გზის

ჯანდაცვის სამინისტროსა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

18 ნოემბერი, 2019 , 19:15

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრების და ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დე

სპეცრაზმის წევრებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

18 ნოემბერი, 2019 , 18:20

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს. პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმე

სპერაზმი პარლამენტის წინ გამოჩნდა

18 ნოემბერი, 2019 , 17:45

ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სპედანიშნულების დამატებითი რაზმები დაიძრნენ. ისინი უკვე პარლამენტის შენობას უახლოვდებიან. ისინი ხელკეტებითა და ფარებით მოემართებიან. ასევე მობილიზებულია სპეც