უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 დეკემბერი, 2017 16:00
font-size

მხოლოდ „ოცნების“ მთავრობას შეუძლია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იზრდება - გიგა ბოკერია

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ.

,,ევროპული საქართველო“ ცვლილებების მომხრეა, თუმცა რიგ საკითხებს აკრიტიკებს.

ოპოზიციური ფრაქციის წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია მხარს უჭერს სამინისტროების შემცირებას, თუმცა ამ პროექტით ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება.

ბოკერიამ მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს მიმართა და სთხოვა განემარტა, თუ როგორ ხდება, რომ ხარჯები უნდა შემცირებულიყო და პირიქით - იზრდება.

” ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამინისტროების შემცირებას და ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სათაურში პირველი რა ეწერება და მეორე, მაგრამ კომიტეტზე ჩვენ გვქონდა დიდი დისკუსია. სამინისტროების შემცირებას იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და დანაზოგი უნდა მოხმარდეს ან საგადასახადო ტვირთის შემცირებას ხალხისთვის და ბიზნესისთვის, ან პენსიონერებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან სოციალურად გაუმჯობესებას, ან ფაროსანას ამბით დაზარალებულ ხალხს უნდა დახმარებოდა.

თქვენ მაშინ გვითხარით, რომ ჯერ უნდა დასხდნენ სამინისტროები, უნდა დაიწყოს რეორგანიზაციის პროცესი და მერე გვეტყვიან, ახერხებენ თუ არა ხარჯების შემცირებასო. რასაც ბუნებრივია, მე მივიჩნევ სრულ პოლიტიკურ აბსურდად, რადგან ბიუროკრატები კი არ წყვეტენ რამდენი ფული უნდა მისცეს ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა, არამედ ხალხი განუსაზღვრავს, რამდენია ლიმიტი და მერე ბიუროკრატია უნდა ჩაეტიოს ამაში. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. ახლა გაირკვა, რომ თურმე მთავრობას შეუძლია ამ გაერთიანების შედეგად უკვე წარმოგვიდგინოს ხარჯების შემცირება.

დღეს ვიხილეთ დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია შემცირებები, ამ გაერთიანებების შედეგად. თუმცა ჰოი, საოცრებავ, საბოლოო ჯამში ხარჯები ისევ გაზრდილია ჯერჯერობით. ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა, ეს მხოლოდ „ოცნების“ მთავრობას შეუძლია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იზრდება. მითხარით, ამ დღეებში შეიცვალა რამე, თუ რაშია საქმე?”, - მიმართა ბოკერიამ შალვა თადუმაძეს.

დავით ნარმანია იყო დიდი გაუგებრობა, როგორც მერი - გია ხუხაშვილი

15 დეკემბერი, 2017 , 11:35

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენის ფაქტს. “შემიძლია ვივარაუდო, რომ ნარმანიას კანდიდატურასთან დაკავ

,,სიტროენ ჯორჯიას“ საკითხზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს პრემერ-მინისტრთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია

15 დეკემბერი, 2017 , 11:30

,,სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებული დავის საკითხზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ნოდარ ხადურს პრემერ-მინისტრთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონია. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის უწყებას ,,სიტროენ ჯ

ქვეყანა უსაქმურობაში ხარჯავს ასეულ მილიონ ლარს, მერე უკვირთ, რატომ ”არა აქვთ” პენსიების მოსამატებელი ფული - რომან გოცირიძე

14 დეკემბერი, 2017 , 11:30

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე სახელმწიფო უწყებებში გაბერილი შტატების შესახებ სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, სახელმწიფო აპარატში მხოლოდ მოადგილეების შემცირებთ ათეულ მილიონობით ლარი და

არ შეიძლება გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებები ვინმემ სერიოზულად განიხილოს - მამუკა მდინარაძე

13 დეკემბერი, 2017 , 16:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით მისი და მთავრობის წევრების მიმართ გიორგი გაჩეჩილაძის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს უპასუხა. აღნიშნულს "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდი

კვირიკაშვილის ძმაკაცებმა სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს - ირმა ნადირაშვილი

13 დეკემბერი, 2017 , 16:40

სახელმწიფო ტენდერებში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის და გიორგი გაჩეჩილაძის სკანდალს "ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, სანამ ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე პრემი

ამ 5 წლის განმავლობაში რკინიგზის მდგომარეობა მიდის დეგრადაციისკენ - რომან გოცირიძე

13 დეკემბერი, 2017 , 16:10

როგორადაც არ უნდა მოვიწონოთ თავი, რომ ორსართულიანი მატარებლები დადის, რკინიგზის ტვირთბრუნვა თითქმის მესამედითაა შემცირებული, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს მამუ