უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ თქმა, რომ 2008 წელს საქართველომ ომი დაიწყო - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის მიზანი იყო მთავრობის შეცვლა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაუქმება. ამის შესახებ სააკაშვილმა „Настоящее время“-სთან ინტერვიუში თქვა, რომელიც ეხებოდა აგვისტოს ომის მე-10 წლისთავს.
„რუსული შემოჭრის მიზანი იყო არა მხოლოდ თავდასხმა საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობა მაშინ პრობლემებს ქმნიდა წარმატებული რეფორმების სახით და ა.შ.. და მაშინ მიზანი იყო თბილისის აღება, მთავრობის შეცვლა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაუქმება“, -აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილი გაღიზიანდა, როცა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს.
„რას ნიშნავს; ვინ დაიწყო პირველმა? მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ თქმა, რომ საქართველომ დაიწყო [ომი]. სრულ იდიოტებსა და დებილებს. სინამდვილეში ეს ამორალურია, რადგან არსებობს უამრავი მასალა“, - თქვა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავარი „ბრძოლისუნარიანი ბრიგადა“ ომის მომენტში ერაყში იმყოფებოდა.
„ჩვენ რომ მოგვენდომებინა რაღაცის დაწყება, ჩვენ ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო მისი [სამხედრო ბრიგადის] ჩამოყვანა, იყო ასეთი შეთანხმება ამერიკელებთან. მაგრამ არ ჩამოვიყვანეთ“, -თქვა სააკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

