უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ოქტომბერი, 2017 14:50
font-size

მკვლელობის მცდელობისთვის და ცემისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მკვლელობის მცდელობისთვის და ცემისთვის ბრალდებული ნ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 20 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ნ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გ.ქ.-ს დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო დ.კ.-ს სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ქ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ნ.დ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.დ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საკვანძო სიტყვები:

ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

19 იანვარი, 2019 , 13:27

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებული ნ.წ. დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროც

რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს

19 იანვარი, 2019 , 12:48

რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. მაღაზიიდან წაღებულია თანხა 250 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიებ

სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ მოქალაქეების მომსახურებას წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით

19 იანვარი, 2019 , 12:24

წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, წითელას ვაქციანაციაზე ყველა პირის დაფინანსებას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი

ბოლნისში, საძოვრიდან შვიდი ძროხა მოიპარეს

19 იანვარი, 2019 , 12:10

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შვიდი ძროხის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პოლიციამ 1994 წელს და

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

19 იანვარი, 2019 , 12:00

თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან ხუთ წ

ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

18 იანვარი, 2019 , 16:25

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სროლის საქმეზე დაკავებულ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ პირველი არხი წერს. მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა. ბრა